რეკლამა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის განვითარების ახალი შესაძლებლობები წარუდგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა იმ ბიზნესკლიენტებთან გაიმართა, რომელთა საქმიანობებიც ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი. მონაწილეები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებს, ახალ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს წამოწყებებზე გაკეთდა. მათ შორის იყო გირაოს საგარანტიო პროგრამა, ბიზნეს უნივერსალი, შეღავათიანი აგროსესხი და რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამა. ბიზნესკლიენტები დეტალურად გაეცნენ წამოწყებების ბენეფიტებსა და პირობებს, ასევე იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებსაც ტერაბანკი მათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამების ფარგლებში სთავაზობს.

"შეხვედრებმა, რომლებიც გასულ წელს წამოვიწყეთ, ჩვენი ბიზნესკლიენტების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. დეტალური ინფორმაციის მიწოდება, კითხვებზე პასუხების გაცემა და სასარგებლო გზების ჩვენება ის პირველი ნაბიჯებია, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობების განვითარებაში, ქვეყნის ეკონომიკას კი მდგრადობის მიღწევაში დაეხმარება", - აცხადებს ტერაბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი კონსტანტინე მაქაცარია.

მცირე და საშუალო ბიზნესი ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტია, მათი საქმიანობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა კი - ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც 2021 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ინიციატივა კვლავაც გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.