რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა სტრასბურგში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) გენერალურ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

გენერალური ასამბლეის სხდომაზე თავმჯდომარედ უკრაინელი დელეგატი, მარიუპოლის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენელი ტატიანა ლომაკინა იქნა არჩეული. ასამბლეა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

ALDA-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტის განხილვა მოხდა, მათ შორის, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და 2022 წლის პროგრამა და ბიუჯეტი.

მერის პირველი მოადგილის კონსტანტინე კაკავას განმარტებით, მნიშვნელოვანია ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის, ევროპული გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის მეტად განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.