რეკლამა
ზუგდიდის მერია: სტიქიით დაზარალებულ სოფლებში სპეციალური სამსახურები აქტიურად მუშაობს
FaceBook Twitter
E-mail Print
გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებულად დაზიანდა დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადავიდა. დაიტბორა ცენტრალური ნაწილი. ასევე, გაარღვია გარკვეულ ადგილებში ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები. დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთებიც.

ადიდებულმა მდინარე ჯუმმა და ჩხოუშმა სოფელ დიდინეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.

მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად კი, გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე მაიზერ ნანავა ადგილზე გაეცნენ.

"მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები დიდნეძის მუნიციპალიტეტში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი წყალმოვარდნები. ასევე პრობლემები გვაქვს ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში. ცენტრალური ტრასის მიმდებარე მოსახლეობა დაიტბორა, წუხელ მთელი ღამე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარნენ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.