რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის სამინისტროს კონკურსის ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსში "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად", გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტია "გავიცნოთ ცაიშის სამაროვანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა".

პროექტის ავტორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქიაა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,ცაიშის სამაროვანის" არქეოლოგიური კვლევა-ძიება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები, მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო და 5 კერძო სკოლიდან და, ასევე, 4 უფროსკლასელი აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან.

წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 20 000 ლარი იყო.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.