რეკლამა
სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა დღეს განახლდა
FaceBook Twitter
E-mail Print
სრულად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა დღეს განახლდა.

განახლებული სკოლის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა ჩვენი ქალაქის ისტორიის შემადგენელი ნაწილი, განათლების მნიშვნელოვანი კერა და ქალაქის სავიზიტო ბარათია. დიდი მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ეზიარებიან ამ სივრცეს და პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ცოდნისკენ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

1400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.