რეკლამა
ზუგდიდში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მაჟორიტარი დეპუტატები სოსო გოგოხია, ჯონი ჯიქია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ოდიშში, ჩხოუშში, ჭკადუაშში, კორცხელში, ჭაქვინჯში, ყულიშკარსა და ალერტკარში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში:

• ჩხოუშსა და ოდიშში სკვერის მოწყობა განხორციელდა.

• ოდიშში, კ.გამსახურდიას ქუჩაზე და ვაჩნაძის I,II,III ჩიხებში გარე განათება მოეწყო.

• გარე განათება მოეწყო კორცხელშიც.

• ჭკადუაშში, ზედა სამანიოსა და ზედა სანაჭყებიოში მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს.

• მოსაცდელი ეწყობა ჯიხაშკარშიც.

• ბაშსა და ჩოუშში საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

• ყულიშკარსა და ალერტკარში წისქვილები შენდება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ამ ეტაპზე 48 პროექტია დასრულებული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღმარანის უბანში წყალმომარაგების სამუშაოებსაც გაეცნენ. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 979 970 ლარია. პროექტის განხორციელებით 130 ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.

მერი, ყულიშკარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. შეიცვალა სახურავი და რეაბილიტაცია უტარდება ოთახებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 65 253 ლარია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.