აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება [ვიდეო]
10:02 / 20.07.2018
Share
გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა
შეაჯამეს შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა რომ
სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის
პლანტაციების შემდეგ სიმინდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური
პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები,
ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ
იმ შემთხვევაში, თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,
პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება.
სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის
წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა
გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.
ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე
დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების
აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინდის
საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით
უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი.
მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის"
EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის
ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ
მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს
EBRD-ის შეხედულებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.