მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში 2013-2018 წლები
Share
მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში 2013-2018 წლები
• დაიგო 89.23 კმ გზა
• აშენდა 5 და რეაბილიტირდა 1 ხიდი
• რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური
• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ქალაქ სენაკსა და სოფელი
ნოსირში
• რეაბილიტირდა 20 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 1028 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო
სახელმძღვანელოებით
• განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის
სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
• უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე აშენდა და აღიჭურვა მეცხოველეობის
ფერმა
• მიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
• აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 26 საბავშვო
ბაღს
• შეიქმნა 5 ახალი საწარმო / გაფართოვდა 10 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 60 პროექტი
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 210-მა პირმა
• დაფინანსდა 10 ხეხილის ბაღის გაშენება
• შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 175-მა პირმა. დაზღვეულ
იქნა 345 136 ლარის მოსავალი
• აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტით დაფინანსდა 6 პირი
• პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 14 სოფელში
800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია
• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო
პროექტი
• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის
მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო
მკურნალობა
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• უშაფათში აშენდა ამბულატორია
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების
მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი
დახმარება მიიღო 379-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 1 მლნ-მდე ლარი
• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 165 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად
სახლი“)
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 263 დევნილ ოჯახს
• სენაკში გაზიფიცირდა 10 585 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს
გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი სენაკში
• გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო რეესტრის სენაკის ფილიალის
შენობა
• მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული
რეაბილიტაცია
• მიმდინარეობს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული
რეაბილიტაცია
• რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა
• რეაბილიტირდა 19 მინი მოედანი
• სენაკის II ქვეით ბაზაზე გარემონტდა 15 საცხოვრებელი და 1 სასწავლო
ყაზარმა, სასადილო და ფეხბურთის მოედანი