სხვა ამბები
ანომალიური სიცხე მსოფლიოს ნაწილში, რომელსაც ვერ უძლებს ადამიანი და ფოლადი
FaceBook Twitter
E-mail Print
ექსტრემალურმა სიცხემ, რომელიც კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას, გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ექიმების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ბიბისიმ მიმოიხილა მაღალი სიცხის შედეგები და უცნაური შემთხვევები. სტატიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალში სადაც ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, მოხვდა ბაქო, თბილისი, ერევანი და სამხრეთით მდებარე რუსეთის ქალაქებიც.

ამჟამად კანადის პროვინცია კვებეკში ანომალიური სიცხის გამო დაღუპულია 18 ადამიანი. მაღალი ტემპერატურის მსხვერპლები ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან.

ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციები რეკომენდაციას აძლევენ მოსახლეობას და მოუწოდებენ კანსაკუთრებული სიფრთხილისკენ. ურჩევენ მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და მეტი ხანი დარჩნენ კონდენცირებულ ოთახში.

სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მონრეალში საგანგებო ზარების რაოდენობამ ყოველდღიურად 1200 მიაღწია.

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მიმართა მოქალაქეებს თხოვნით, დაიცვან თავი და ახლობლები სიცხისგან.

ასევე დიდ ბრიტანეთის ქალაქებში დაფიქსირდა მათთვის უჩვეულო ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. ზოგიერთ ადგილებში დაფიქსირდა სიცხისგან რელსების დეფორმირება და სახურავების დნობა. მდინარე ტემზაზე წყლის დონის კლების გამო ასობით ორაგული და კალმახი დაიხოცა. 500 მათგანის გადარჩენა მოხერხდა მოხალისეების აქტიურობის შედეგად.

მაღალმა ტემპერატურამ უჩვეულო მოვლენა გამოიწვია, მთელი ბრიტანეთი მოიცვა შოტლანდიაში გადაღებულმა ცისარტყელას სურათმა. ყველაზე უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ნიუკასლში, სადაც მამაკაცს ფეხი მოჰყვა სიცხის შედეგად გამდნარ ასფალტის საფარში.

ავსტრალიის ერთ-ერთ შტატშიც, სიცხის გამო ასფალტის ზედაპირმა იწყო დნობა სადაც შეუძლებელი იყო მანქანით გადაადგილება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.