დადიანები
დადიანების ზუგდიდის სასახლეები - არქიტექტურა და ისტორია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანებს სამეგრელოში რამდენიმე რეზიდენცია ჰქონდათ. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც მე-17 საუკუნეში მოგზაურობდა, აღნიშნავს, რომ სამეგრელოს მთავარს 50-მდე სასახლე ჰქონდა, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე.

ამჟამად, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს ორი სასახლე, დედოფლისეული და ნიკოსეული ამშვენებს.

ეკატერინეს სასახლე

დედოფლისეული სასახლის პირველი და მეორე სართული სხვადასხვა დროსაა აშენებული. თავდაპირველად ის დავით დადიანის დის, პუპის სასახლედ იყო მიჩნეული. მოგვიანებით, ეკატერინე ჭავჭავაძემ სასახლე ევროპელ არქიტექტორ რაისს განაახლებინა.

სასახლე ნეოგოთიკური სტილისაა, თუმცა თავმყრილია რუსული, ქართული, აზიური ელემენტები. ასევე, სასახლის უკანა ხედს ამშვენებს ლაზური აივანი.

ეკატერინე ჭავჭავაძე.

სასახლის არქიტექტურულ სტილზე კიდევ ერთი საინტერესო ვერსია აქვს ისტორიკოს გიორგი კალანდიას: "დადიანების სასახლეს, ლონდონის ბიგ-ბენს და ბუკინგემის სასახლეს ერთი და იგივე ხუროთმოძღვარი ჰყავს. ცნობილი თეოდორ ბლორის ნახაზებითა და მისი მოსწავლეების უშუალო ხელმძღვანელობითაა აშენებული სასახლე, რომელიც ფორმით ნეოგოთიკის არქიტექტურულ სტილს განეკუთვნება. ამ ისტორიულ ფაქტზე ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროპელმა ექსპერტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა, რადგან თავად ბლორის ნამუშევრების რიცხვი ძალიან ცოტაა და ამითაც ჩვენ უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე; დედოფლისეული რეზიდენცია ამავე ტიპის ქართულ ნაგებობებთანაც ავლენს პარალელს, მათ შორის ყველაზე მეტად მუხრანის მუხრანბატონების სასახლესთან, რაც ორივე შენობისთვის კოშკის მიშენებასა და დარბაზების განლაგებაში გამოიხატება".

ნიკოსეული სასახლე.

ზუგდიდის მუზეუმის საკანცელარიო არქივში ინახება დოკუმენტი, სადაც მშენებლობისთვის საჭირო მასალაა აღწერილი: "აუცილებელი 200 ხის მორი უყიდიათ მანუჩარ და მაქსიმე ქოჩაკიძეებისაგან, 100 ხის მორი თეკლათელ მიხეილ ჩხეტიასაგან, 200 მუხის ფიცარი გუდაია კეიდიასაგან. აბასთუმნის ხუბულეთის ტყეში მოუჭრიათ 23 ძირი მუხა და ამ მუხებიდან გამოსულა 275 ძელი. ფოთიდან მოუზიდავთ 44 ფუთი რკინა, აქედან ლურსმანი 27 ფუთი ყოფილა, ტყვია კი 24. 1875-1876 წლებს შორის ხელოსან მიმინოშვილს დამატებით 113 ფუთი რკინა დაუხარჯავს. შენობისათვის განკუთვნილი ქვა 1879 წელს ცაიშიდან ჩამოუტანიათ. თლილი ქვა არის საჭირო… ერთი არშინი და სამი ვერშოკი, ოთხივ კუთხივ და ცხრა ვერშოკი სისქე ექნეს გათლილი და სწორი ამნაირი, უთუოდ უნდა ორი შტეკა. სასახლისთვის საჭირო ხის ფიცრისა და სხვა სახის "ნამზადზე" შეკვეთა მიიღოს პავლე ხუბუტიამ ''.

ნიკო დადიანი.

მუზეუმის ექსკურსიამძღოლი სოფო კობახიძე გვიყვება, რომ განახლებისთანავე სასახლემ სრულად შეიძინა ყველა ის ფუნქცია, რომელიც მხარის მთავარ რეზიდენციას სჭირდებოდა. სასახლეში ცხოვრობდნენ არა მარტო მთავარი და დედოფალი, არამედ აქ იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, სამხედრო კანცელარია, არქეოლოგიური, პალეოგრაფიული ძეგლები, ხელოვნების სხვა ნიმუშები, მუზეუმ-კაბინეტები, სასახლეში ინახებოდა სამთავროს ჰერალდიკური ატრიბუტიკა.

დადიანების მეორე სასახლე, რომელიც ნიკოსეული სასახლის სახელითაა ცნობილი, XIX საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავტორი რუსი არქიტექტორი ლეონიდ ვასილევია.

ექსპოზიცია მე-20 საუკუნის 20-იანი წლები.

ნიკოს სასახლეში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი სამეჯლისო დარბაზი მოეწყო, სადაც ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კი დადიანის რეზიდენცია ეროვნული კულტურის უმთავრესი კერა გახდა, სადაც ხშირად სტუმრობდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, რაფიელ ერისთავი და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

ნიკო დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა 169 ხელნაწერი და წიგნები უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ადგილზე ჩაიბარა.

სწორედ ნიკოს სასახლეში დაარსდა მუზეუმი 1921 წელს და გაიხსნა პირველი ექსპოზიცია.

Print E-mail
Twitter
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.