ანდრია დადიანის ოქროს საათი [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში 85 ათასზე მეტი ექსპონატია
დაცული.
თითოეული მათგანი გამორჩეულია თავისი ისტორიით.
ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ისტორია სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილის - ცნობილ მოჭადრაკე ანდრია დადიანის ოქროს საათს უკავშირდება.

ოქროს საათი.
ეკატერინე დედოფალმა დაბადების დღეზე ოქროს სათი აჩუქა, რომელიც მან ბრიტანეთში დაამზადებინა. საათი უჩვენებს დროს, კვირის დღეებს, მთვარის მოქცევას.
საათზე ამოტვიფრულია დადიანების გერბი - ოქროს საწმისი და ჭადრაკის ფიგურა – მხედარი.

ანდრია დადიანი.
საათს წარწერა აქვს "ინგლისის დედოფლის მესაათე".
ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გიდი სოფიო ფიფია გვიყვება, თუ როგორ დაუბრუნდა ოქროს საათი დადიანების სასახლეს.

ანდრია დადიანი.
ანდრია საათს მუდამ თან ატარებდა, 1910 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ საათი უჩა დადიანს გადაეცა, რომელმაც ემიგრაციაში ყოფნისას, უსახსრობის გამო საათი დააგირავა და მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო. უჩა დადიანის ძმისშვილმა ლევან დადიანმა კი ანტიკვარიატის მაღაზიაში აღმოაჩინა და დიდი ძალისხმევის შედეგად დაიბრუნა.

უჩა დადიანი.
1959 წელს, როცა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე წამყვან ქალაქში წარმოდგენებს მართავდა, ლევან დადიანმა მოცეკვავეები რესტორანში დაპატიჟა.

ილიკო სუხიშვილს ოქროს საათს გადასცემენ.
სადილობისას ლევანმა ილიკო სუხიშვილს ძვირფასი ნივთი მისცა და სთხოვა, რომ დადიანების სასახლისთვის გადაეცა.
ანდრია დადიანის ოქროს საათი ამჟამად ოქროს ფონდის საგამოფენო დარბაზშია და დამთვალიერებელთა ყურადღებას იქცევს.