დღის ფოტო
პატარა პროფესორი
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე განსაკუთრებულია პირველკლასელთათვის. ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობლებთან ერთად მივიდნენ. პატარების ნაწილი სიახლეს სიხარულით, ნაწილი კი მშობლებთან დაშორებიც გამო ცრემლებით შეეგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წელს 1400 პირველკლასელი ჰყავს.

ფოტო „ლაივპრესმა“ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში გადაიღო. ზუგდიდელი სანდრო ძნელაძე სკოლაში დღეს პირველად მივიდა. ის სიახლეების მოლოდინშია.