ბულინგის მსხვერპლ ნიკუშას პორტრეტი გიგი სიჭინავასგან
პატარა მოწყენილი ბიჭი სახეზე რამდენიმე ნაიარევით,
რომლისკენაც დამცინავად თითს იშვერენ - ეს არის 14 წლის გიგი
სიჭინავას ნახატი ბულინგის თემაზე. მოზარდის ნამუშევარს აქვს წარწერა
STOP BULLYING – არა ბულინგს.
გიგიმ პატარა დაჩაგრული ბიჭი, რომელსაც პირობითად ნიკუშა დაარქვა, მეექვსე საჯარო სკოლაში წარსადგენად დახატა, როგორც ერთგვარი დავალება. „ლაივპრესს“ გიგი სიჭინავას დედამ, ნათია სახოკიამ უთხრა, რომ გიგი განსაკუთრებით გულისყურით მოეკიდა საქმეს მას შემდეგ რაც აუხსნა, რომ ბულინგი ნიშნავს ჩაგვრას.
14 წლის გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. ახალგაზრდა ხელოვანი ნამუშევრებს საკუთარ სახელოსნოში ქმნის, რომელიც მშობლებმა 2017 წელს გაუხსნეს. გიგის უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მისი ნახატებით დაიბეჭდა პაზლიც.