სალვადორ დალის სოლიდარობის ლენტი
ზუგდიდში, ავტოსადგურის შენობის ფასადზე
მიხატულ სალვადორ დალის ცალ თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს.
მხატვრის პორტრეტზე, რომელიც ამ შენობაზე რამდენიმე წლის წინ, სოციალური კაფის ფუნქციონირებისას გაკეთდა, სახვევი წითელი საღებავით სამოქალაქო აქტივისტმა, როსტომ ზარანდიამ მიახატა.
„თბილისის თვალთხარიას ვაპროტესტებ, ვუერთდები აქციის მოთხოვნას, რომ ამ სისხლზე პასუხისმგებელი პირი გადადგეს. ფიზიკურად ვერ ვარ თბილისში და ამ ფორმით ვუცხადებ სოლიდარობას თბილისის აქციას“, - უთხრა „ლაივპრესს“ როსტომ ზარანდიამ.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მოქალაქეებმა რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩებზე არსებულ მოსაცდელებზე, სარეკლამო ბანერზე მერს, გიორგი შენგელიას ერთ თვალზე წითელი ლენტი გააკრეს.
თვალის სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარი სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.
რის შემდეგაც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, 2-მა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.