დღის ფოტო
წიგნების ნაძვის ხე
წალენჯიხაში, ნაკიფუს თემის ულურიის საჯარო სკოლა მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს, წიგნებით აწყობილი ნაძვის ხით ულოცავს. როგორც "ლაივპრესს" სკოლაში განუმარტეს, გამოიყენეს 100-მდე წიგნი.

ნაძვის ხე ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშო ენციკლოპედიის, საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის წიგნებით, საბავშო მოთხრობებით და ზღაპრებით ააწყვეს.