საუკუნოვანი ოდა გალში
აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, მე-19 საკუკუნეში ამ
არქიტექტურით
ნაშენებ სახლებში შეძლებული აფხაზები ცხოვრობდნენ. სახლის არქიტექტურა
ერთმანეთისგან განსხვავებული იყო გუდაუთაში, ოჩამჩირესა და გალში.
გამოცემის მიხედვით, გუდაუთაში ოდებს რუსი ოსტატები აშენებდნენ, ხოლო ოჩამიჩირესა და გალში ქართველები.
ოდა-სახლებს, ყველაზე ხშირად წაბლის ხისგან აშენებდნენ, რომლებიც გადახურული იყო ლერწამით. ხის სახლები გამოირჩევა ღია ვერანდით, ორნამენტებით.

ვის ეკუთვნის ძველი ოდა, ან არის თუ არა კიდევ შემორჩენილი ამ დროის არქიტექტურა გალში, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა არ აზუსტებს.
სხვა აფხაზური წყაროების მიხედვით, არ არსებობს მონაცემები, თუ რამდენი ძველი სახლია შემორჩენილი აფხაზეთში.
5 წლის წინ, აფხაზეთში აქტივისტებს ეთნოსივრცის გაკეთების ინიციატივა ჰქონდათ, სადაც განიხილებოდა ძველი სახლების ერთ სივრცეში გადატანა, ან მათი მსგავსი შენობის აშენება. პროექტისთვის გუდაუთის სოფელ ოთხარაში ადგილიც კი გამოიყო, თუმცა იდეა არ განხორციელებულა.