ზუგდიდის თეატრის პირველი დასი
16:39 / 14.01.2021
1868 წლის 11 აპრილს, ზუგდიდში ძველი თეატრალური ჭრაქით განათებულ
დარბაზში პრემიერა გაიმართა.
მოლიერის ,,ძალად ექიმი"" იყო ის პირველი სპეკტაკლი, რომლითაც დაიწყო თეატრალური ცხოვრება ზუგდიდში.
24 მაისის ,,დროება" წერდა: ,,აქ იყო ქართული წარმოდგენა. ძალიან სამწუხაროა, რომ სცენის ნახვის მსურველნი ბევრნი იყვნენ, მაგრამ ალაგი არ იყო. წარმოსდგა ,,ძალად ექიმი", ქართულად გადმოკეთებული მოლიერის პიესა, რომელიც ანტონ ფურცელაძემ დადგა. რაც შეეხება პროვინციულს სცენას, არ იყო ურიგოდ წარმოდგენილი. მეტადრე ქალებმა: უეზდის ნაჩალნიკის მეუღლემ ნატალია ვახრამოვისამ, გრაფინია ნინა დერაზმორდუკისამ და მარიამ ფურცელაძისამ ითამაშეს რიგიანათა".

ზუგდიდის თეატრის პირველი შენობა.
ზუგდიდის თეატრის დასის ფოტოს ინფორმაციასთან ერთად დადიანების სასახლე ავრცელებს.
დღეს, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.