ზამთარი ქუჩაში
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის, განსაკუთრებით
რთულია ზამთრის სუსხსა და ყინვაში. მშიერი, წვიმისგან და თოვლისგან
გაწუწული ცხოველები ხშირად შველას ადამიანებისგან ითხოვენ, თუმცა
უიმედოდ დაღლილებს თოვლში ჩაფლულებსაც კი ეძინებათ.
ერთ-ერთი ასეთი ძაღლი ფოტოგრაფმა თემურ ბართავამ ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე გადაიღო.
მაწანწალა ცხოველების დაბინავების პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე წლებია აქვს. ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ფინანსები ამისათვის არ არსებობს.
ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში, ზუგდიდის საკრებულომ დაიწყო საუბარი, თუმცა ბიუჯეტში თანხის არ არსებობის გამო, პროექტი ვერ განხორციელდა.
მოქალაქეებმა 2018 წელს, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში თავშესაფრების მოწყობას დაიწყებდნენ, რომელიც ამ დრომდე არ შესრულდა.