ეკონომიკა
თხილის ფასით უკმაყოფილო არიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამეგრელოში
15:19 / 11.09.2012
თხილის ფასით უკმაყოფილო არიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამეგრელოში

სამეგრელოს სოფლების დიდ ნაწილში გლეხებმა თხილის მოსავალი უკვე აიღეს. შარშანდელისგან განსხვავებით, გლეხები წელს თხილის მცირე მოსავალს უჩივიან. ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილია, რომლის ფასიც წელს ძალიან დაბალია.

00:23 / 04.03.2012
ფოთის პორტში ტვირთების გადაზიდვა ფერხდება?

უკვე მეორე დღეა ფოთის პორტიდან ტვირთების გადაზიდვა ფერხდება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ წყარომ შეატყობინა. „მეორე დღეა ტვირთს ველოდები. კონტეინერი, რომელშიც ამერიკიდან გამოგზავნილი ავტომანქანა დევს პორტიდან ვერ გამოაქვთ. მუშებმა აგვიხსენეს, რომ ამწე გაფუჭდა“, ამბობს წყარო. ვითარებაში გასარკვევად „ლაივპრესი“ ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს, ჯოზეფ ქროულის დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ, უარყო პორტში ტვირთების გადამუშავებაზე შეფერხება. ქროული ამბობს, რომ შეფერხებები ნამდვილად იყო იანვარში ამინდის გართულების გამო და გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად. თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეფერხებები გამორიცხულია. ამასთან, პორტის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მომავალში გარკვეული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად, მიმდინარე წელს ფოთის პორტში ტექნიკური გადაიარაღება იგეგმება, რაშიც დამატებით 60 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

„ამ დღეებში შეფერხებები არ ყოფილა. ამინდის გაუარესების გამო იყო გარკვეული შეფერხებები იანვარში. მაშინ მოლოდინის პერიოდი არ აღემატებოდა 4 დღეზე მეტს. აქვე გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ ძალიან იმატა ტვირთბრუნვამ, რამაც პირველ ორ თვეში, დაახლოებით 30% შეადგინა, გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით. მანამდე შვიდი დღე იცდიდნენ გემები პორტში, რომ შემოსულიყვნენ. მაგრამ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ. კონტეინერების გადაზიდვის მხრივ თებერვლის თვე ყველაზე წარმატებული იყო, ამ თვეს ყველაზე დიდი რაოდენობით მოხდა კონტეინერების გადაზიდვები ფოთის პორტის ისტორიაში“, - ამბობს ჯოზეფ ქროული.

 

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილა 60 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება, რათა პორტი მზად შეხვდეს იმ ტვირთის ნაკადს, რომლის მიღება მოხდება მომავალში. „შეკვეთილი გვაქვს ორი ამწე საშუალება, რომელიც ივნისში უკვე აქ იქნება. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ უფრო გაიზარდოს ტვირთბრუნვა და ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობაც შესაბამისობაში იყოს“, - განაცხადა ქროულიმ.

 

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 80% „მაერსკის“ შვილობილმა კომპანიამ „APM terminals“-მა, არაბული რაკიასგან 2011 წელს შეიძინა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 130-ზე მეტი საზღვაო პორტის მფლობელია.

„ფოთის თიზი ძირითადად იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით იზრდება“
23:26 / 01.03.2012
„ფოთის თიზი ძირითადად იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით იზრდება“

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რიგით მეასე ლიცენზიანტი კომპანია შეემატა, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, დაინტერესებული ინვესტორების მთავარი სეგმენტი რეგიონულ ქვეყნებზე მოდის.

 

„ლიცენზიანტი 100 კომპანიიდან, ძირითად ნაწილს, უკვე დაწყებული აქვს იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. მთავარ სეგმენტს წარმოადგენს სავაჭრო კომპანიები, რომლებიც იყენებენ არსებულ ინფრასტრუქტურას. ამ კომპანიებს შემოაქვთ პროდუქცია იმპორტის რეჟიმში და შემდგომ უკვე დისტრიბუციას უკეთებენ სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, არის გარკვეული სეგმენტი, დაახლოებით 10-15% , რომელთაც აქვთ საწარმოო პროექტები. ისინი პროექტების დასრულების სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებიან, მალე დაიწყებენ მშენებლობას და მის განხორციელებას“, - ამბობს სოსო ნიბლაძე.

 

მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა პროექტი ამოქმედება, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ წარმოებაზე.

 

„ინდუსტრიის თვალსაზრისით არანაირი კონკრეტული მიმართულება არ არის. დივერსიფიცირებულია თვითონ ამ კომპანიების და პროექტების ნაირსახეობა, როგორც სავაჭრო, ისე საწარმოო მიმართულებით. საწარმოო მიმართულებით საუბარია კვების პროდუქციის გადამუშავებაზე, რომელიც ამერიკული პროექტია და კომპანია „ბერგიუსს“ ეკუთვნის. ისინი აპირებენ ქათმის გადამამაუშავებელი საწარმოს გახსნას და ქათმის სხვადსახვა პროდუქციის გამოშვებას. ასევე არის საუბარი საღებავების წარმოებაზე, ისევე როგორც უკრაინულ პროექტზე, რომელიც ფეროშენადნობების გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. არის პროექტი, რომელიც სამანქანე ზეთების წარმოებას ითვალისწინებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის კონკრეტული ინდუსტრია, რომელიც პოპულარულია, ინდუსტრიულ ზონაში“, თქვა ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

სოსო ნიბლაძის განმარტებით, „ინდუსტრიული ზონის პრეფერენსირებიდან, ის უპირატესობა, რომელიც აქვს ინდუსტრიულ ზონას არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ინდუსტრიისთვის და კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ აქ არ არის წარმოდგენილი, ერთი ან ორი ქვეყანა. ინდუსტრიული ზონა საინტერესოა, როგორც რეგიონული ქვეყნებისთვის: თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე შორ არეალზე, მაგალითისთვის, ინდოეთი და ირანი. ორი ამერიკული კომპანიაა. არის რამდენიმე ევროპიდან, თუმცა ძირითადი სეგმენტი მოდის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აზიიდან. არის დაინტერესება ჩინეთის მხრიდან, მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ და დარწმუნებული ვარ ჩინეთიდანაც წამოვა უკვე რაღაც პროექტები.

 

რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, რომლებიც უკვე ეწევიან სამუშაოებს, ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორის განცხდებით, ასეთი ლიცენზიანტი ინვესტორების ნახევარია.

 

„ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში აღარ შედის. კომპანიები იწყებენ ოპერირებას, ალბათ, საუბარი იქნება 40-50 კომპანიაზე, რომლებიც უკვე რეალურად, გარკვეულ ოპერაციებს ახორციელებენ, ნაწილი კი გადადის აქტიურ ფაზაში.  რამდენადაც ჩვენ ვართ ორგანიზატორები და ადმინისტრატორები თავისუფალი ზონის, თვითონ კომპანიები არიან ვალდებულები, რომ აწარმოონ საბაჟო ჟურნალები, რომლებიც საბაჟო დეპარტამენტში ინახება და მათ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ, ვის რა მოძრაობები აქვს. ზოგს ინტენსიურად შემოაქვს და გააქვს პროდუქცია, ზოგმა შეიძლება 2-3 თვეში ერთხელ შემოიტანოს“, - ამბობს სოსო ნიბლაძე.

 

რაც შეეხება ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებას, რომ „რაკია საქართველო-თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ პარალელურად შესაძლოა კიდევ ერთი მმართველი კომპანია ვიხილოთ, ნიბლაძე ამბობს, რომ მსგავსი ინტერესი ყოველთვის არსებობდა, თუმცა კონკრეტულად რომელიმე ინვესტიცია გამოკვეთილი არ არის.

 

„ამ ორი წლის განმავლობაში, მრავალ სუბიექტს გამოუხატია ინტერესი, ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტში წილობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით და ყველასთან მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებები. ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ მენეჯმენტის და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. იყო რაღაც ვარიანტები, თუმცა ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე რეალური ან კონკრეტული პერსპექტივა არის. მაშინ უფრო იყო, როდესაც მერმა განაცხადა, თუმცა ახლა არანაირი პროგრესი არ არის და „რაკია“ ჩვეულებრივად აგრძელებს ინვესტიციებს, განვითარებასა და პრომოუშენს“, - გვითხრა ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, შარშან, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა  წარუმატებელ პროექტებს შორის დაასახელა. მიუხედავად ამისა სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ ცნობადობის ამაღლების პარალელურად, მისდამი ინტერესიც მატულობს.

 

„რა თქმა უნდა, წელს დაგეგმილი გვაქვს კიდევ ასზე მეტი კომპანიის დამატებით შემოყვანა. დაახლოებით 8-10 კომპანია თვეში რეგისტრირდება და შესაბამისად ინტერესიც მატულობს. რაც უფრო მეტად ხდება ცნობადობის ამაღლება ფოთის ინდუსტრიული ზონის, სახვადასხვა ბაზრებზე უფრო მეტია აქტივობა“, - აცხადებს ფოთის ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე.

”ფეისბუკი” აქციების ბირჟაზე გაყიდვით 5 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
16:45 / 02.02.2012
”ფეისბუკი” აქციების ბირჟაზე გაყიდვით 5 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ინტერნეტის უმსხვილესი სოციალური ქსელი ”ფეისბუკი” აპირებს, რომ პირველად განათავსოს თავისი აქციები ბირჟაზე. კომპანიამ უკვე შეიტანა შესაბამისი განაცხადი ფასიანი ქაღალდების ამერიკულ კომისიაში. აქციების გაყიდვით ”ფეისბუკი” 5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. კომპანიის დებიუტს საფონდო ბირჟაძე 3-4 თვეში ელიან. შარშან ამ სოციალური ქსელის მოგებამ 4 მილარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.