ეკონომიკა
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა მოკვლევა დაასრულა
14:08 / 08.07.2011
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი“, 12 ივლისს, თბილისში გამართავს. ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ექსპერტებმა ფოთის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტის მონიტორინგი რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს. „საბიუჯეტო პროცედურების დაცვის, ბიუჯეტის შესრულების, სარეზერვო ფონდის ხარჯვის, ინფრასტრუქტურული, კულტურისა და წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის მონიტორინგის გარდა, გამოკვლეულ იქნა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები, სესხებისა და გრანტების მიზნობრიობა, ხარჯვის სისწორე და 2011 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცედურები“. ნათქვამია ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის პრესრელიზში. მისივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიწერა ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია განხორციელებული ანალიტიკური კვლევა, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები. ცენტრი პროექტზე 2010 წლის ივლისიდან მუშაობდა.

რატომ ვერ გახდა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ახალი ოქროს ხანის დასაწყისი?
19:22 / 04.06.2011
რატომ ვერ გახდა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ახალი ოქროს ხანის დასაწყისი?

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2007 წელს გამოვიდა. 2008 წლის 15 აპრილს კი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გამართა. პრეზიდენტს, თან ახლდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენაძე. სტუმრებს შორის იყვნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე და პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი. პრეზიდენტი, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ფოთის პორტში თბომავლით "პატრიოტი" შევიდა. პრეზენტაცია, საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა, ისევე, როგორც სააკაშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზები.

ფოთის სანაპიროებთან ნავთობი აღმოაჩინეს
14:18 / 04.06.2011
ფოთის სანაპიროებთან ნავთობი აღმოაჩინეს

შავი ზღვის ნავთობით დაბინძურების მონიტორინგის ჯგუფმა, ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფოთის საზღვაო აკვატორიაში, ნავთობის ბუნებრივი წყარო აღმოაჩინა. ამის შესახებ, კომპანია „სკან ეკსი“ იუწყება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესრულებული სამუშაოები წალენჯიხაში
14:21 / 28.05.2011
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესრულებული სამუშაოები წალენჯიხაში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში საქართველოს მთავრობამ წელს 40 მილიონი ლარი გამოყო. აქედან ნახევარი მილიონი ლარი წალენჯიხის ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მოხმარდეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წალენჯიხაში განსაზღვრულია, სამუშაოების ნაწილი კი დაწყებული. თუ როგორ ჩატარდა შარშან იგივე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაობი და რამდენად ეფექტურად მოხდა გამოყოფილი თანხის ათვისება, ამის დასადგენად ჩვენ შემთხვევითი შერჩევის მეთოდით წალენჯიხის ერთ-ერთი სოფელი ფახულანი ავირჩიეთ.

დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.