ეკონომიკა
რა ქონებას ფლობს ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
FaceBook Twitter
E-mail Print
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, როცა ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიყო, განსაკუთრებულად აქტუალური გახდა მათ საკუთრებაში არსებული ქონების საკითხი. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი დამოკიდებულია მუნიციპალირი ქონების პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელზე, სათამაშო ბიზნესის, კომუნალური მოსახურების მოსაკრებელზე. ასევე ჯარიმების, სანქციების, საურავების, სანებართვი მოსაკრებლის და ასე შემდეგ მსგავსი სახით შემოსულ თანხებზე. ამას ემატება ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები სხვადასხვა პროექტების განსახირციელებლად. ამ ფონზე ბიუჯეტის ფორმირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქისა და თემის ტერიტორიაზე მიწის საკუთრების საკითხს.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ დღეისთვის მუნიციპალიტეტს საკუთარ ბალანსზე მიწის მცირე ნაწილი თუ გააჩნია. ნაკვეთები მეტწილად საქართველოს ეკონომიკის სამნისტროს და ფინანსურად გაკოტრებული ყოფილი კოოპერატივების ბალანსზეა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა მუშაოაბა ამ კუთხით ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობის გზით დაიწყო. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო ინვენტარიზაციას ატარებს და დგინდება რა ქონებას ფლობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სახელმწიფო. როგორც ედიშერ თოლორაია ამბობს ეს პროცესი 10-15 დღეში დასრულდება:

„პრობლემა არის ერთი რომ ეს ყველაფერი ადრე იყო კოლმეურნეობის საკუთრება, მერე გახდა კოოპერატივების. მათ აქვთ დიდძალი დავალიანება, ის დაყადაღებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ და მას უნდა გდაეცეს. აქ არის არარეალური ციფრები, რომელიც შეუძლებელია, რომ გადაიხადოს კონკრეტული კოოპერატივის თავმჯდომარემ. ამიტომ ჩემი აზრით, ჯერნ მოხდება ამ ვალების ჩამოწერა და მერე გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის“, - განმარტავს ედიშერ თოლორაია.

თვითმმართველი თემისგან განსხვავებით, მიწის საკუთრების თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე ირწმუნება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამ ეტაპზე მოხრეხდა ქონების ნაწილის გადაცემა ქალაქისთვის:

„დღიდან მერიის არსებობისა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემული უძრავი ქონება 68 ერთეულს შეადგენს. ქუჩებისა და ტროტუარების რაოდენობა კი 54 -ია. პროცესი მიმდინარე ეტაპზეც გრძელდება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სხვა უძრავი ქონებაც გადმოვა. თანამშრომლობა ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად და პროდუქტიულად მიმდინარეობს“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაია ღუბელაძემ.

სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწის გადაცემის საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს. კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით, თვითმმართველობა თავდაპირველად აღრიცხავს მის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას, შემდეგ ადგენს ნუსხას და გადმოცემის მიზნით წარუდგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, პროცედურების მიხედვით აუცილებელია თვითმმართველობამ განმარტოს და დაასაბუთოს თუ რა მიზნით სჭირდება მას ეს ქონება. ამასთან როგორც საიას ზუგდიდის ოფისის ხელმზღვანელი ნინო ხუხუა აცხადებს, თვითმმართველობის ფუნქციონირებისა და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეს პროცედურები გონივრულ ვადაში განხორციელდეს:

„თუ გვინდა, რომ თვითმმართველობას ქონდეს ის სტატუსი რაც მას კანონით იურიდიულად აქვს, მნიშვნელოვანია მას გააჩნდეს ქონება. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოება, რიგ შემთხვევებში თუ არა ერთადერთი, რომ სათანადოდ იფუნქციონიროს თვითმმართველობამ. ეს ქონება რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა გადასცეს მას“.

საიას იურისტის განმარტებით, ქონების გადაცემის პროცედურების დაცვა აუცილებელია იმისთვისაც, რომ ის არ იქცეს თვითმმართველობებისთვის მათი უფლება-მოვალეობების სათანადოდ არ განხორციელების არგუმენტად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
ფქვილი, შაქარი, მზესუმზის ზეთი, ბრინჯი, მაკარონი, რძის ფხვნილი,
ხორბალი, წიწიბურა და ლობიო
14:01 / 02.04.2020
ფქვილი, შაქარი, მზესუმზის ზეთი, ბრინჯი, მაკარონი, რძის ფხვნილი, ხორბალი, წიწიბურა და ლობიო
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.