ეკონომიკა
ფოთში ახალი პორტის მშენებლობის გავლენა მოსახლეობასა და გარემოზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals Poti) ახალი ღრმა წყლიანი პორტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ახალი ნავსადგურის მოწყობა დაგეგმილია ექსტენსიური განვითარების ზონაში, კერძოდ არსებული ნავსადგურის ჩრდილოეთით მდებარე ე.წ. ნაბადას სანაპირო ზოლში, სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის ჩრდილოეთით. ახალი პორტის მშენებლობაზე კორპორაციამ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნულია, თუ რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს ფოთში ახალი პორტის მშენებლობას.

ფოთის ნავსადგურის გაფართოების საკითხი გასულ წლებშიც განიხილებოდა და ჩატარებული იყო კვლევებიც. ფოთის ახალი ნავსადგურის კონცეპტუალური გეგმის განახლება-ოპტიმიზაციის კვლევები APM Terminals Poti-ის დაკვეთით, კომპანია Royal Haskoning DHV-მა ჩაატრა.

მომზადებული კონცეპტუალური გეგმის მიხედვით, ახალი ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი განხორციელდება ორ ფაზად, კერძოდ: პირველ ფაზაში მოეწყობა წელიწადში 1 მლნ TEU/კონტეინერების ოპერირებისათვის საჭირო საპორტო ინფრასტრუქტურა, ხოლო მეორე ფაზაში წელიწადში 2 მლნ-ის. სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წელს უნდა დასრულდეს.

ახალი პორტის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის საერთო ფართობი, სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მიერ დაკავაბულ ფართობთან ერთად 100 ჰა-ს შეადგენს.

საპროექტო ტერიტორიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, აღმოსავლეთით ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ჩრდილოეთით მდინარე რიონი, ხოლო სამხრეთით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორია.

ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან დაცილებულია დაახლოებით 550 მეტრით, ხოლო კოლხეთის ეროვნული პარკის და რამსარის უბნის საზღვრიდან დაახლოებით 2.9 კილომეტრით.

ჰაერი, მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ დაკვეთით შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო ნაკადით დატვირთული იქნება ჯავახიშვილის, ერთობის, სამეგრელოს და ხობის ქუჩები, რაც გამოიწვევს ხმაურის და ვიბრაციის დონეების ნორმაზე მეტად გაზრდას და სავარაუდოდ, ავტოსატრნსპორტო შემთხვევების რისკის ზრდასაც.

„ხმაურის გავრცელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ახალი და არსებული პორტების დამაკავშირებელი გზის მიმდებარე საცხოვრებელი სახლების მოსახლეობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საცხოვრებელი სახლები საავტომობილო გზიდან დაცილებულია 18-20 მეტრით და ნავსადგურის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე სატვირთო ავტომანქანები დღე-ღამურად იმოძრავებს, ადგილი ექნება ხმაურის გავრცელების დონეების გადაჭარბებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დასკვნის მიხედვით, პორტის მშენებლობა გამოიწვევს ფოთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესებას, თუმცა ის „მიუღებელ დონემდე არ გაურესდება“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლოა პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობა სოციალური რისკებისა და ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

დაცული ტერიტორიები, ზღვის ძუძუმწოვრები და იქთიოფაუნა

დასკვნის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპებზე არსებობს ზღვის ბიოლოგიურ გარემოზე (იქთიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები) ნეგატიური ზემოქმედების მაღალი რისკი, რისთვისაც დაგეგმილია შესაბამისი შემარბილებელი ღონიესძიებები.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საპროექტო ტერიტორიაზე მცენარეული საფარი პრაქტიკულად წარმოდგენილი არ არის, სამშენებლო მოედნის მომზადების პროცესში მოიჭრება რამდენიმე ეგზემპლიარი 20-25 მურყანის ხეები.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნავსადგურის ტერიტორიის პერიმეტრზე გამწვანების სამუშაოების შესრულება, მცენარეულ საფარზე ნეგატიური ზემოქმედება იქნება ძალიან დაბალი“, - წერია დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, აუდიტის პერიოდში საპროექტო ტერიტორიაზე ცხოველთა საბინადრო ადგილები და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები ყოფილა იდენტიფიცირებული. მაგრამ ადვილი შესაძლებელია საპროექტო ტერიტორიაზე მოხვდეს დაცულ ტერიტორიებზე მობინადრე სახეობები (განსაკუთრებით ფრინველები), რისთვისაც საჭიროა შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

როგორც რეკომენდაციაში წერია, არსებული ნავსადგურის სამხრეთით მდებარე სანაპირო ზოლის მიმდინარე ეროზიის პრევენციის მიზნით, ფსკერდაღრმავების პროცესში ამოღებული მასალის ნაწილის განთავსება უნდა მოხდეს მდინარე რიონის ძველი დელტის წყალქვეშა ფერდზე.

ანგარიშის მიხედვით, მიწისქვეშა წყლებზე უარყოფითი ზემოქმედება მოსალოდნელია მხოლოდ დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების დაღვრის შემთხვევაში.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავსადგურის ტერიტორიაზე საწვავის შესანახი რეზერვუარების მოწყობა დაგეგმილი არ არის ასეთი ინციდენტის ალბათობა ნაკლებად მოსალოდნელია“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ეკონომიკა, მოსახლეობის დასაქმება

პროექტის მიხედვით, წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის ფაზაში 200-მდე მოქალაქე დასაქმდება, ხოლო ახალი ნავსადგურის მეორე ფაზის ექსპლუატაციის შემდგომ, ნავსადგურის პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 1000 იქნება.

დასკვნის თანახმად, ახალი ღრმა წყლიანი ნავსადგურის მოწყობით, შესაძლებელი გახდება დიდი წყალწყვის საკონტეინერო გემების მიღება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების ტრანსპორტირების ვადებს და ღირებულებას, რაც დადებითად აისახება ფოთის ნავსადგურის კონკურენტუნარიანობაზე.

ნავსადგურის ხელმძღვანელობის განმარტებით, ახალი პორტის ექსპლუატაციის ფაზაში მოსალოდნელია საკონტეინერო ტვირთნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც დადებითად აისახება ფოთის და ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.