ეკონომიკა
ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა ორ ბიზნესმენს სურს
FaceBook Twitter
E-mail Print
ცაიშის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის შეძენით ორი ბიზნესმენი დაინტერესდა. ერთ-ერთი ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავების საქმესთან დაკავშირებული ზურაბ კვირკვიაა. მეორე კი ადგილობრივი ფერმერი გენო ასათიანი, ძმებთან ერთად.

ზურაბ კვირკვიას ძმამ, მამუკა კვირკვიამ, რომლის მფლობელობაშიც ცაიშის თერმული წყლის სამი ჭაბურღილია, "ლაივპრესს" უთხრა, რომ კურორტის განვითარების ბიზნესგეგმა ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინეს.

"მთავრობამ ისეთი ვალდებულებების შესრულება დაგვაკისრა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, ამ ეტაპზე გაჩერებული ვართ", - ამბობს ის.

ბიზნესმენმა შპს "ცაიშის კურორტი" საჯარო რეესტრში შარშან, 23 ოქტომბერს დაარეგისტრირა. კომპანიის 10%-ს კიკბოქსიორი და მსოფლიო სამგზის ჩემპიონი, დავით ქირია ფლობს.

კომპანიის მიზანია ცაიშში კურორტის მოწყობა სამკურნალო აბაზანებით, სპა ცენტრით და ხის ერთსართულიანი საოჯახო კოტეჯებით.

კვირკვიას კომპანიას ცაიშის მიწისქვეშა თერმული წყლების არსებული ოთხი ჭაბურღილიდან, სამის გამოყენებაზე 20-წლიანი ლიცენზია აქვს.

ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება სურს ადგილობრივ ფერმერ გენო ასათიანსაც. მას ახლა ცაიშის სათბურში ჰოლანდიური ნესვი მოჰყავს. ფერმერმა თერმული წყლის დარჩენილ ერთ ჭაბურღილზე ლიცენზია 25 წლის ვადით მოიპოვა. მან შარშან თებერვალში, კურორტის განვითარების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა.

ფერმერი ამბობს, რომ ძმებთან ერთად, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას და 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

გენო ასათიანის თქმით, ისინი აპირებენ მოაწყონ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ღია და დახურული საცურაო აუზებით, სპორტული მოედნებით, დასასვენებელი ადგილებით, სასტუმრო და რესტორნით.

"ერთი კვირის წინ ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ წერილი საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ. ახლა ვმუშაობთ და ხარვეზების გასწორების შემდეგ ისევ მივმართავთ", - გვითხრა გენო ასათიანმა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ცაიშში ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთის შესყიდვის მოთხოვნით ინვესტორებმა მიმართეს, თუმცა სააგენტო მათ ვინაობას არ ასახელებს.

"ბიზნესმენების მხრიდან ცაიშის კურორტის ტერიტორიის შეძენა მოთხოვნილია აუქციონის წესით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპრივატიზებო პაკეტის მომზადება, რომელიც გვინდა, რომ მალე დასრულდეს", - გვითხრეს სააგენტოში.

აუდიოჩანაწერში, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში მტკიცებულების სახით დევს, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ყოფილ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

გოგია და გულორდავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. როგორც "ლაივპრესს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ჩირიფრუტი“, - ხელით დამზადებული სასუსნავების ბიზნესია, რომელიც
18:36 / 12.03.2019
„ჩირიფრუტი“, - ხელით დამზადებული სასუსნავების ბიზნესია, რომელიც
ზუგდიდის სოფლების უმეტეს ნაწილში გასული წლის მსგავსად,
16:43 / 04.08.2018
ზუგდიდის სოფლების უმეტეს ნაწილში გასული წლის მსგავსად,
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.