რას ამბობს მთავრობა და რა ღირს რეალურად პროდუქტები - ზუგდიდის მაგალითი
ფქვილი, შაქარი, მზესუმზის ზეთი, ბრინჯი, მაკარონი, რძის ფხვნილი,
ხორბალი, წიწიბურა და ლობიო
- ეს პროდუქტები რომ არ გაძვირდებოდა და არსებული ფასები
შენარჩუნდებოდა, - 19 მარტს განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის განცხადებიდან მალევე, დასახელებული პროდუქტების ფასი დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პარალელურად მაინც გაიზარდა.
ჩვენ პროდუქტების ფასები ზუგდიდის ბაზარში და სასურსათო მაღაზიებში გადავამოწმეთ:
სხვა პროდუქტებთან შედარებით, წიწიბურას ღირებულება თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ის 12 დღეში 2 ლარით გაძვირდა. მანამდე თუ 1 კილოგრამს 2.50 ლარად იყიდდით, დღეს ის 4.50 ლარი ღირს.

1კგ. შაქარი 50 თეთრით გაძვირდა - ღირდა 1.50 ლარი, ახლა 2 ლარი;
1კგ. ფქვილი 20 თეთრით გაძვირდა - ღირდა 1.50, ახლა 1.70 ლარი;
1კგ. მაკარონი 80 თეთრით გაძვირდა - ღირდა 1.70 ლარი, ახლა 2.50 ლარი;
1კგ. ბრინჯი 50 თეთრით გაძვირდა - ღირდა 2 ლარი, ახლა 2.50 ლარი;
1ლ. მზესუმზირის ზეთი 70 თეთრით გაძვირდა - ღირდა 3.30 ლარი, ახლა 4 ლარი;
1კგ. რძის ფხვნილი 3 ლარით გაძვირდა - ღირდა 12 ლარი, ახლა 15;
1კგ. ლობიო 1.50 ლარით გაძვირდა - ღირდა 4.50 ლარი, ახლა 6 ლარი;
ფასების ზრდამ ბუნებრივია, რომ მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია და მთავრობის საპირისპირო განცხადებებმა ისინი მოვაჭრეებს დაუპირისპირა.
„არავის სჯერა, რომ ჩვენც პროდუქტს გაზრდილ ფასად ვყიდულობთ და თვითნებურად არ გაგვიძვირებია. ყველა ჩვენ გვსაყვედურობს - არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, რომ ჩვენ ვსარგებლობთ არსებული სიტუაციით. არადა, ჩვენც ხომ გაორმაგებულ ფასად გვიწევს დისტრიბუტორებისგან თუ საბითუმო ბაზრობებიდან პროდუქტების შეძენა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბაზრის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა ნანი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, მომხმარებელთა ნაწილის აგრესია ცოტათი მაშინ შესუსტდა, როცა ყველა დიდ სუპერმარკეტში იგივე მდგომარეობა დახვდათ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ კარგად ესმით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა მათივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობის განცხადებები, თითქოს პროდუქტებზე ფასი არ მოიმატებს, კიდევ უფრო საზიანო ჰგონიათ.
„კრიზისი ყველას თანაბრად ეხება. ნახონ რა ღირს პროდუქტები საბითუმო ბაზრობაზე, თუნდაც „ჯიბეში“. წიწიბურა ძველ ფასად მქონდა აღებული და ვყიდდი 2.50 ლარად, ორ დღეში ამოვწურე. როცა საყიდლად მივედი გაორმაგებული ფასი დამხვდა. აქ სად არის ჩემი მოგება მითხარით!“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
19 მარტს გამართულ ბრიფინგზე კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, როგორ გეგმავდა მთავრობა პროდუქტებზე ფასის შენარჩუნებას. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას შეუძლია მსხვილ მომწოდებლებს კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან, იმისთვის, რომ მათ ურყევი ფასი შეინარჩუნონ იმ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველო.
მისი თქმით, გაკონტროლდება მთელი ჯაჭვი, რათა კონკრეტულმა ოპერატორებმა ფასით სპეკულირება არ მოახდინონ.