ეკონომიკა
თხილის ფასით უკმაყოფილო არიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამეგრელოში
FaceBook Twitter
E-mail Print

სამეგრელოს სოფლების დიდ ნაწილში გლეხებმა თხილის მოსავალი უკვე აიღეს. შარშანდელისგან განსხვავებით, გლეხები წელს თხილის მცირე მოსავალს უჩივიან. ამბობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილია, რომლის ფასიც წელს ძალიან დაბალია.

ზუგდიდის ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარსა და 60 თეთრს არ აღემატება. მიუხედავად დაბალი ფასისა, გლეხებმა თხილის რეალიზაცია მაინც დაიწყეს:

 

„შარშანდელთან შედარებით, წელს თხილის მოსავალი ძალიან დაბალია. ფასი მეტი რომ იყოს, უკეთესია. ზუგდიდში 2 ლარი და 60 თეთრია. მე სოფელ კახათში ვცხოვრობ და იქ თხილის ფასი 5 თეთრით მეტია, ალბათ ხლხი რომ მიიზიდონ იმიტომ. ამბობენ, თხილის ფასი გაიზრდება, რადგან წელს ძალიან ცოტა არისო. ხალხს უჭირს და ამიტომ აბარებენ. რა ქნან, სოფელში ეს არის შემოსავალი“, – ამბობს სოფელ კახათის მკვიდრი, ნარგიზა ნაჭყებია.

 

„იქ, სადაც 800 კილო თხილი იყო, წელს მოვიდა 200 კილო, არ ვიცი, მატლების ბრალია, თუ ამინდის... ძალიან ცუდი შემოსავალი გვაქვს. ფასის გაზრდას არ ველოდები. უკვე ჩავაბარე თხილი“, – ამბობს სოფელ ინგირში მცხოვრები ვენერა კვარაცხელია.

 

ზუგდიდის ბაზართან შედარებით თხილის ფასი გაცილებით დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში. „ლაივპრესს“ გალის რაიონის სოფლებში მიმავალმა მგზავრებმა ზუგდიდში უთხრეს, რომ გალში 1 კილოგრამი თხილის ფასი 40 თეთრით ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში. მგზავრების თქმით, მიუხედავად სურვილისა, ზუგდიდში თხილის გადმოტანას ვერ ახერხებენ, რადგან ე.წ–ლ საზღვარზე ტვირთზე გადასახადი მაღალია.

 

„არის გამონაკლისი, იმ მგზავრებს, ვისაც საზღვარზე ნაცნობები ყავთ, შესაძლოა თხილი გვიან ღამით, ჩუმად გადმოატანინონ, ისე უფლება არ გვაქვს, რომ გადმოვიტანოთ. თუ ცოტა გადმოვიტანეთ, ბევრი ფული უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ამდენი არ გვაქვს. საზღვართან აფხაზები დგანან და ერთ ტომარა თხილზე საშუალოდ 200 რუსულ რუბლს გვახდევინებენ, ისიც თუ იკმარეს. იქ ბაზარში აფხაზები არიან და ისინი იბარებენ, თუ სახლში დაიბარებ, მოვლენ და წაიღებენ, მაგრამ აქაურ და იქაურ ფასს ერთმანეთს ვერ შეადარებ“, – უთხრეს „ლაივპრესს“ გალის რაიონში მიმავალმა მგზავრებმა.

 

ზუგდიდში თხილის მიმღები ერთ–ერთი პუნქტის თანამშრომელი მანანა უბალავა ამბობს, რომ თხილის ფასი იანვრამდე გაიზრდება.

 

„ახლა ვინც თხილს აბარებს, მართლა უჭირს ეკონომიურად. ყველამ იცის, რომ იანვრამდე თხილის ფასი გაიზრდება, მაგრამ ფული რომ ჰქონდეთ, იანვარს დაელოდებოდნენ“, –განმრტავს მანანა უბილავა.

 

თხილის მიმღებ პუნქტებში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ზუგდიდში არსებული 4 დიდი და რამდენიმე მცირე თხილის ქარხნიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილი მუშაობს აქტიურად, რადგან მიმღები პუნქტები ქარხნებში თხილის ჩაბარებას, პროდუქტზე ფასის გაზრდის შემდეგ აპირებენ. 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.