ეკონომიკა
როგორ გადაარჩინა სოციალურმა მედიამ ფერმერები გაკოტრებას [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა მცირე ბიზნესი განსაკუთრებული ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. საგრძნობლად იზარალა, მათ, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქტით, თუ სხვა ნაწარმით ვაჭრობდა. ზუგდიდში, ფერმერმა 4 ტონა პომიდვრის მოსავალი სრულად გადაყრა, რეალიზაცია რომ გაუჭირდა. კიდევ ერთმა, ზუგდიდელმა ფერმერმა, 1 ტონა კიტრი სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს აჩუქა. ვარდები ვერ გაყიდა ფერმერმა ქალმაც, რომელიც წელიწადში 5 ათას ცალ ვარდს ზუგდიდის მაღაზიებსა თუ ბაზარში აბარებდა. 3 ტონაზე მეტი ბოსტნეული გაუფუჭდა კიდევ ერთ ზუგდიდელ ფერმერს.

პანდემიით გამოწვეულ სტრესულ გარემოში, ისედაც მძიმე ფიზიკური შრომით გართულმა ფერმერებმა, კრიზისის დაძლევაში გამოსავალი, სოციალურ მედიაში იპოვეს და მოსავლის ონლაინ გაყიდვა დაიწყეს. ზოგიერთმა ფერმერმა, მაგალითად სოფლად, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის, პროდუქტი ასეც ვერ გაყიდა.

ფოტოზე: გიორგი გერგედავა

ახალგაზრდა ფერმერ გიორგი გერგედავას სოფელ ცაიშში სათბური აქვს და ბიო ტექნოლოგიით კიტრი მოჰყავს. ამბობს, რომ გასულ წლებში მოსავლის გაყიდვის პრობლემა არ ჰქონია და შესაბამისად გაყიდვებისთვის სოციალური ქსელიც არასოდეს გამოუყენებია. წელს კი, მოსავალი განადგურებას გადაარჩინა და პროდუქტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომ დაერიგებინა, ინფორმაცია ფეისბუკზე დაწერა. ინიციატივას თავდაპირველად „ლაივპრესი“, შემდეგ კი სხვა მედიასაშუალებებიც გამოეხმაურნენ. შედეგად, წითელი ჯვრის მოხალისეების დახმარებით მოსავლის ნაწილი უფასოდ დაარიგა. ქველმოქმედებაზე ინფორმაციის გავრცელებამ ახალგაზრდა ფერმერის ბიზნესი გადაარჩინა.

„მწერენ უკვე ფეისბუკში: დღეს მე მოვალ და ამდენ კიტრს წავიღებო. წინაწარ მატყობინებენ. ვამზადებ და შემდეგ მიაქვთ. ბაზრის ფასთან შედარებით მე ნაკლებად ვყიდი“, - აბობს გიორგი გერგედავა.

ფოტოზე: ზურაბ გულუა

მოსავლის დიდი ნაწილი გაუფუჭდა ფერმერ ზურაბ გულუას, რომელმაც ზუგდიდის სოფელ დავითიანში, რამდენიმე სახეობის სალათის ფოთოლი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მოიყვანა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, პროდუქტის რეალიზაცია ვერ შეძლო. როგორც ფერმერი გვეუბნება, ცოლთან ერთად გვიან მოიფიქრა, რომ მოსავალი სოციალური ქსელის დახმარებით გაეყიდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენზე ინფორმაცია დაიდო მოვიდნენ და პროდუქტი იყიდეს, გვიკვეთავენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოსტნეულის ნაწილი უკვე გადაყვავილებულია“, - ამბობს ფერმერი.

სოციალური ქსელის დახმარებით მოსავლის რეალიზაციას წარმატებით აგრძელებს „კენკრის სახლი“. ფერმერ ნინო ტორუას აფხაზეთის მეზობელ სოფელ რუხში მარწყვის მეურნეობა აქვს. ფერმერი ქალი ამბობს, რომ ახლა შევეთებს ფეისბუკზე იღებს, მანამდე კი ამის საჭიროება არ იყო.

ფოტოზე: ნინო ტორუა

„შარშან ძირითადად საკონდიტროებზე ვიყავი, მაგრამ პანდემიის გამო, როცა დაიხურა ამ ხერხს მივმართე და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ახლა უკვე კერძო შეკვეთებს ვიღებ. პროდუქტი არ გამფუჭებია“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნინო ტორუამ.

კიდევ ერთი ზუგდიდელი ფერმერის ბიზნესი, ასევე სოციალურმა ქსელმა და მოქალაქეების სოლიდარობამ გადაარჩინა. ნაზო ჯიქია, რომელსაც ყვავილების სათბური აქვს სოფელ კახათში, სეზონზე 5000 ცალ ვარდს კრეფდა და ბაზარში 1 ლარად აბარებდა. სახლში მოწყობილი სათბური ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. წელს კი რეალიზაციაც ვერ ახერხებდა. პრობლემის მოგვარების იმედით რძალმა ფეისბუკზე ვარდების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და შედეგიც სწრაფად მიიღო, მან ერთ დღეში 315 ცალი ვარდი გაყიდა:

„თავიდან, როცა ინფორმაცია გამოქვეყნდა უცბად ბევრი მყიდველი მოვიდა, მაგრამ ახლა იმდენი არაა. ახლა დავიწყეთ ისევ გამოქვეყნება. აქეთ მოდიან და ზოგიერთს იქეთაც მივუტანე. ფეისბუკი მე არ მაქვს და არც ვიცი, მაგრამ ჩემი რძალი აქვეყნებს. მანამდე მე ინტერნეტი არ გამომიყენებია და ახლა ჩემთვის გამოსავალი აღმოჩნდა, პურის ფული არ მქონდა და დამეხმარა“, - გვითხრა ნაზო ჯიქიამ.

ფოტოზე: ნაზო ჯიქია

ის გვიყვება, რომ მის სოფელში ბევრი ფერმერია, ვინც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქვთ პროდუქტი, მაგრამ ვერ ყიდიან. ნაზო ჯიქიას სიტყვებით, მის მსგავსად უმრავლესობამ სოციალური ქსელის მოხმარება არ იცის, ან ინტერნეტი არ აქვს.

სოციალურ მედიაში გაყიდვებით ლიდერობს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, სახელოსნო „ეკო ხელთნაკეთის“ დამფუძნებელი ეკა ჯოლოგუა. ის წლებია ხელნაკეთ აქსესუარებს, თუ დეკორაციებს ფეისბუკით და ინსტაგრამით ყიდის. ამბობს, რომ მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად მნიშვნელოვანია, როგორ წარადგენ პროდუქტს. ეკა ფერმერებს ურჩევს ხშირად განაახლონ საკუთარი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და მიმზიდველი ფოტო ან ვიდეომასალა განათავსონ.

„სადაც კი ხმა მიმიწვდება ამას ვამბობ, არ არის აუცილებელი მაღაზია, სადაც განათავსებ ნივთებს. ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენს რეალობაში, ძალიან მცირე უნარებია საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ფეისბუკ გვერდი მართო... მნიშვნელოვანია ხშირად აპიარო და ინფორმაციები განაახლო. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ვებ-გვერდიც მაქვს, მაგრამ იქ შეკვეთა თითქმის არ მოსულა და ძირითადად სოციალური ქსელით ხდება“, - გვეუბნება ეკა ჯოლოგუა.

ფოტოზე: ეკა ჯოლოგუა

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფერმერი აზარალა. მათ დასახმარებლად სოციალურ მედიაში ხშირად შეხვდებით მოქალაქეთა ინიციატივებს, რაც ბუნებრივია, ყველას დასახმარებლად საკმარისი არ არის.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და დღემდე ძალაშია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აიკრძალა სამზე მეტი პირის შეკრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობა. მაშინვე დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები და მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა, სადაც სპეციალური წესების დაცვით მუშაობენ. ასევე, დღემდე ჩაკეტილია ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ თვეში, საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა. ის მოიცავს, როგორც ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე იმ პირთა ფინანსურ დახმარებასაც, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. მთავრობა ეკონომიკური გეგმის განხორიელებაში 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

ფოტოზე: ზუგდიდის ბაზარი პანდემიის პირობებში

გეგმის თანახმად, 27 აპრილიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები. ასევე, 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა, ავტოსამრეცხაოებმა და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებმა. 11 მასიდან გაიხსნება ყველა ის მაღაზია, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან. თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დახურული ტიპის ბაზრების, რესტორნებისა და კვების ობიექტების გახსნა ანტიკრიზისული გემის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე უნდა მოხდეს, რაც ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში უწევს. საბოლოოდ ეს ყველაფერი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.