როგორ მიიღებს გლეხი და ფერმერი სახელმწიფო დახმარებას
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
პანდემიით გამოწვეული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, - "ლაივპრესმა"
თავი მოუყარა მოქალაქეთა შეკითხვებს, რომელსაც სოფლისა და სოფლის
მეურნეობის განვითარების სააგენტომ წერილობით უპასუხა.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მიღებას შეძლებენ არანაკლებ
0,25 ჰა. და არაუმეტეს 20 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გარდა
სათიბ საძოვრის კატეგორიისა, რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეები.
სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარით/200 ქულით, ანუ 10 ჰა-მდე 2,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის საკუთრებაში ჯამურად 10 ჰა-დან - 20 ჰა-ის ჩათვლით მიწის ფართობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით/2000 ქულით.
ფერმერმა 20 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს და აიღოს ბარათი, რომელსაც "ლიბერთი ბანკი" უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან რეგისტრირებული მიწის ფართობის მქონე ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, გარდა საძოვრის კატეგორიისა, მესაკუთრე ან თანამესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები. პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. 100 ჰა მეტი ფართობის მქონე ბენეფიციარები მიიღებენ დიზელზე ფასდაკლებას, არაუმეტეს 15000 ლიტრზე.
ბარათების მისაღებად კი ფერმერებმა ეტაპობრივად უნდა მიმართონ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ფერმერმა 20 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს, ხოლო აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის სარგებლობის შემთხვევაში, კი - 20 მაისიდან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს. დამატებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზს, ნომერზე: 1501.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მიღებას შეძლებენ არანაკლებ 0,25 ჰა და არაუმეტეს 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გარდა სათიბ საძოვრის კატეგორიისა, რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეები.
სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარით/200 ქულით, ანუ 10 ჰა-მდე 2,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის საკუთრებაში ჯამურად 10 ჰა-დან - 20 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით/2000 ქულით.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მქონე ფერმერები, გარდა საძოვრის კატეგორიისა, მესაკუთრე/თანამესაკუთრე იურიდიული და ფიზიკური პირები. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. 100 ჰა მეტი ფართობის მქონე ბენეფიციარები მიიღებენ დიზელზე ფასდაკლებას, არაუმეტეს 15000 ლიტრზე.
პროგრამის დაწყების შემდგომ თუ ფერმერმა გადაწყვიტა მიწის
რეგისტრაცია, მას შესაძლებლობა აქვს მიწის რეგისტრაციის შემდეგ,
მომდევნო თვიდან მიმართოს "ლიბერთი ბანკს".
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამა 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. ის მოიცავს დახმარების რამდენიმე პაკეტს. მაგალითად: სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულებას, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რომლის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე mepa.gov.ge
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და დღემდე ძალაშია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. აიკრძალა სამზე მეტი პირის შეკრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობა. მაშინვე დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები და მაღაზიები, გარდა სურსათისა, სადაც სპეციალური წესების დაცვით მუშაობენ. ასევე, ჩაკეტილი იყო ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ თვეში, საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა. ის მოიცავს, როგორც ბიზნესის ხელშეწყობას, ასევე იმ პირთა ფინანსურ დახმარებასაც, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. მთავრობა ეკონომიკური გეგმის განხორიელებაში 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.
გეგმის თანახმად, 27 აპრილიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიხსნა აგრარული ბაზრები. ასევე, 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა, ავტოსამრეცხაოებმა და ავტოსარემონტო მომსახურების ობიექტებმა. 11 მასიდან გაიხსნა ყველა ის მაღაზია, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან. თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს. დახურული ტიპის ბაზრების, რესტორნებისა და კვების ობიექტების გახსნა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე უნდა მოხდეს, რაც ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში უწევს.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.
რა დოკუმენტებია საჭირო, რომ ფერმერმა
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მთავრობის დახმარება
მიიღოს?
სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარით/200 ქულით, ანუ 10 ჰა-მდე 2,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის საკუთრებაში ჯამურად 10 ჰა-დან - 20 ჰა-ის ჩათვლით მიწის ფართობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით/2000 ქულით.
ფერმერმა 20 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს და აიღოს ბარათი, რომელსაც "ლიბერთი ბანკი" უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან რეგისტრირებული მიწის ფართობის მქონე ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, გარდა საძოვრის კატეგორიისა, მესაკუთრე ან თანამესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები. პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. 100 ჰა მეტი ფართობის მქონე ბენეფიციარები მიიღებენ დიზელზე ფასდაკლებას, არაუმეტეს 15000 ლიტრზე.
ბარათების მისაღებად კი ფერმერებმა ეტაპობრივად უნდა მიმართონ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.
საკუთარ მუნიციპალიტეტში ვის უნდა
მიმართოს ფერმერმა, რომელ უწყებას, რომ მთავრობის ანტიკრიზისული
გეგმით გათვალისწინებული დახმარება მიიღოს?
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ფერმერმა 20 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მიმართოს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს, ხოლო აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის სარგებლობის შემთხვევაში, კი - 20 მაისიდან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს. დამატებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზს, ნომერზე: 1501.
იმ შემთხვევაში, თუ სოფლად გლეხს აქვს 1
ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
მიიღებს თუ არა სუბსიდიას და რამდენით განისაზღვრება საწვავის
ლიმიტი?
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მიღებას შეძლებენ არანაკლებ 0,25 ჰა და არაუმეტეს 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გარდა სათიბ საძოვრის კატეგორიისა, რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეები.
სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარით/200 ქულით, ანუ 10 ჰა-მდე 2,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის საკუთრებაში ჯამურად 10 ჰა-დან - 20 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობის არსებობის შემთხვევაში, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით/2000 ქულით.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მქონე ფერმერები, გარდა საძოვრის კატეგორიისა, მესაკუთრე/თანამესაკუთრე იურიდიული და ფიზიკური პირები. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. 100 ჰა მეტი ფართობის მქონე ბენეფიციარები მიიღებენ დიზელზე ფასდაკლებას, არაუმეტეს 15000 ლიტრზე.
თუ ფერმერს/გლეხს ამ ეტაპზე არ აქვს
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი და ახლა აპირებს რეგისტრაციას, მიიღებს თუ არა მთავრობის
დახმარებას?