ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა - 84 წლის გალელი მამაკაცი და 70 წლის ზუგდიდელი ქალი. ისინი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 252 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გამოჯანმრთელდა კიდევ 279 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარნტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდინფიცირებული.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 399 პაციენტი. აქედან 35 -ის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება.

რუხის კლინიკაში იმყოფება 122 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმეა 34-ის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 33 პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა სენამედში - 44. ფოთის კლინიკა "ბომონდში" 30 კოვიდ პაციენტია მოთავსებული. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 23 ინფიცირებული რჩება. სენაკი "ლაზიკა მედში" - 77 აქედან 1 მძიმე და საშუალო სიმძიმის 43. მარტვილის ევექსის კლინიკაში 17 პაციენტია. წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 20.

21 დეკემბრის მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა. სულ დადასტურებულია 913 738 შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. ჯამში 13 169 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი. სულ 866 339 გამოჯანმრთელებული.