ფოტო
კორპუსის ეზო ზუგდიდში, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ნომინაციაში „კორპუსის ეზო“, გამარჯვებულად ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე კორპუსი დასახელდა. აქ მოქანდაკე მიხეილ ფიფია ცხოვრობს, რომლის შექმნილი ცხოველთა და ფრინველთა ქანდაკებებიც ამ ეზოში დგას. „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაშხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მათ კონკურსის ფარგლებში რამდენიმე კორპუსის ეზო შეარჩიეს, თუმცა 25 კაციანმა ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამბობს, რომ გამარჯვებული კორპუსის ეზო მასაც მოსწონს და მათთვისაც გამორჩეული იყო.

თბილისის საკრებულოში დღეს გაიმართა დაჯილდოვების ღონისძიება კონკურსის - „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულებისთვის, რომელიც პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდა. ზუგდიდმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის მეორეჯერ გამოვლინდა, როგორც „ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი“. ასევე, ზუგდიდი დასახელდა ყველაზე სუფთა ქალაქად.

კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქის/დაბა“, „სუფთა სოფლის/თემი“, „სუფთა ქუჩის“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივნის“ გამოვლენა იყო.

კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს უნდა გაეგზავნათ ფოტო-ვიდეო მასალები საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოსრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
19:26 / 18.04.2019
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
18:09 / 16.04.2019
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
15:13 / 15.04.2019
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
17:27 / 02.04.2019
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე