ფოტო
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება კარგა ხანი მიჰყვება. ეს სოფელი-მუზეუმია, - ამბობს 29 წლის დათო ნაკანი. მესტიის მკვიდრი უკვე 8 წელია გიდად მუშაობს. მისი ერთ-ერთი საყვარელი მარშრუტიც მესტია-ადიშია. სოფელი მესტიიდან 30 კილომეტრშია და ზუსტად იცის, თუ ტურისტი იქ მიიყვანა, კმაყოფილი დარჩება.

ფოტოზე: დათო ნაკანი

ახალგაზრდა გიდს გული წყდება, რომ ადიშში სახლების დიდი ნაწილი ცარიელია. ოცნებობს სოფელში არსებული მერვე საუკუნის სვანური კოშკები დროზე აღადგინონ, რადგან ფიქრობს, სვანეთში ტურიზმი სწრაფად ვითარდება და სტუმრებსაც შესაბამისი დახვედრა სჭირდება.

მესტია

„იმის გამო, რომ ხელშეწყობა არ იყო, გზები არ იყო, არანაირი პირობები არ იყო, ადიში, ისევე როგორც სვანეთის ბევრი სხვა სოფელი, 90-იან წლებში ადგილობრივების ნაწილმა დატოვა. ეს ბოლო წლებია ხალხი უკან ბრუნდება სვანეთში. ხალხი მიხვდა, რომ ტურიზმი რეგიონში ვითარდება“, - ამბობს დათო ნაკანი.

სოფელი ადიში

თავად პროფესიით ეკონომისტმა, სვანეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაინახა და გადაწყვიტა ამ სფეროში საკუთარი ოჯახის ჩართვაც. გარდა იმისა, რომ ტურისტებს მანქანით და ცხენებით ტრანსპორტირებას სთავაზობს, საფეხმავლო ტურშიც ერთვება და სვანეთის სტუმრებს საკუთარი მხარის ისტორიას აცნობს.

ლატფარის მთა

ტურისტებთან შეხვედრა ყოვედღიურად უწევს. ახლა უკვე მესტიაში საოჯახო სასტუმროს „ალპ ჰაუს მესტიას“ დედასთან ერთად ხელმძღვანელობს. თავადაც უყვარს ის ისტორია, რასაც ჩამოსულ სტუმრებს უყვება:

სოფელი ადიში

„სვანეთში მერვე საუკუნეში დაიწყო კოშკების მშენებლობა და მეთორმეტე საუკუნემდე შენდებოდა. ეს კოშკი საოცარი მეთოდით არის აშენებული და ფუჭდება მხოლოდ იმიტომ, რომ სახურავი გაუფუჭდა და წვიმის წყალი ჩადის. აი მაგალითად, სოფელი ადიში ულამაზესი სოფელია თავისი კოშკებით. ეს არის უძველესი სოფელი. ფაქტიურად მუზეუმი და აუცილებლად სჭირდება რესტავრირება. თანაც ეს კოშკები სულ იუნესკოს დაცვის ქევშ არის“, - გვითხრა დათო ნაკანმა.

უშგული

გიდს ტურისტების ტარება უწევს უშგულის ვიწრო და სახიფათო გზაზეც. ტურების შესახებ ფოტოებით და ვიდეოებით ყვება სოციალურ ქსელში, რაც მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ.

ქორულდის მთა

„ტურისტების ნაკადი ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება, ისევე როგორც სასტუმროების რაოდენობა და გიდების რაოდენობა. ზამთარში ჩამოდიან ისინი, ვისაც სამთო-სათხილამურო სპორტი უყვარს. ზაფხულში გაცილებით მეტი ტურისტია“, - ამბობს გიდი.

თეთნულდი

დავით ნაკანის განმარტებით, უფრო ხშირად სვანეთს გერმანიის, პოლონეთის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები სტუმრობენ. გიდი ფიქრობს, რომ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად წარმატებას ინფრასტრუტურის სწორად განვითარება შეუწყობს ხელს:

თეთნულდის ხედი სოფელ ადიშიდან

„სწორად განვითარებაში ვგულისხმობ იმას, რომ გზები არ უნდა გაკეთდეს იქ, სადაც არ უხდება. ახლა გზები კი კეთდება, მაგრამ ეს კოშკები თუ დაინგრა, იმ გზაზე რატომ წავა ტურისტი? ევროპაში ყველგან კარგი გზებია და მაგათ ველური ბუნება აინტერესებთ“.

უშგული

გიდი ყვება, რომ სვანეთში ტურისტებს ბუნების გარდა, ორიგინალური და ტრადიციული კერძები იზიდავთ. განსაკუთრებით მოსწონთ ოჯახში დამზადებული საჭმელი, რასაც ადგილობრივები სტუმრებს ხშირად სთავაზობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
12:09 / 04.10.2021
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
11:50 / 19.09.2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
20:42 / 20.08.2021
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების
16:41 / 26.07.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.