აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
შესაძლებლობები, თუ ექნებათ ხელშეწყობა, მოხდება ნიჭის დროული
აღმოჩენა და გარშემომყოფი პირების მხრიდან იქნება სწორი
დამოკიდებულება, - გვითხრა ახალგაზრდა ხელოვანის, გიგი სიჭინავას
დედამ.

ნათია სახოკიამ დღეს სტუმრებს შვილის პერსონალურ გამოფენაზე, ზუგდიდის გალერეაში უმასპინძლა.

გიგი სიჭინავას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და ყოველ წელს, შემოქმედებითი ნიჭის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენით საზოგადოებას უჩვენებს, რომ მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს.

როგორც მოზარდის დედა ამბობს, დღევანდელი გამოფენით პატარა წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

გიგი სიჭინავა გამოფენაზე მოსულ სტუმრებს თავად უხსნიდა ნამუშევრის შინაარს. სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

გარდა ხატვისა, გიგი ძერწავს და ქაღალდისგან სათამაშოებს აკეთებს. ნამუშევრებს საკუთარ სახელოსნოში ქმნის და იქვე ინახავს. სახელოსნო მას მშობლებმა 2017 წელს გაუხსნეს.

გარდა ამისა, უკვე გამოვიდა გიგის ნახატების პაზლი.

სამომავლოდ მოზარდის დედა პაზლის წარმოებას და რეალიზაციასაც გეგმავს.