ფოტო
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება კარგი იდეა არ არის, თუ შესაბამისი ფეხსაცმელი არ გაცვიათ. დადიანების ეზოს, სკეიტ პარკის და ბულვარის ნაწილში წვიმის წყალი გროვდება, რაც ფეხით გადაადგილებისას დისკომფორტს ქმნის. წყალი გროვდება აყრილი ფილების ქვეშაც. ეს პრობლემა განსაკუთრებით სკეიტ პარკის ტერიტორიაზეა.