ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის, განსაკუთრებით რთულია ზამთრის სუსხსა და წვიმიან ამინდში. ძაღლები, რომლებიც დარში ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში მზეს ეფიცხებიან, წვიმაში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებს და სავაჭრო ობიექტების აივნებს აფარებენ თავს.

მიუსაფარი ცხოველების დაბინავების პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე წლებია აქვს. ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ფინანსები ამისათვის არ არსებობს.

ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება, მათ შორის სამეგრელოშიც.