ფოტო
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა, თუმცა უკვე დიდი ხანია მისი შეღებვა ერთგვარ გართობად და ხელოვნებადაც კი იქცა.

სააღდგომო სუფრის დეკორი და კვერცხების ორიგინალურად მორთვა ბევრი დიასახლისისთვის თუ დიზაინერისთვის შთაგონების წყარო გახდა. ამ მიმართულებით არჩევანი ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი ხდება.

გთავაზობთ ინტერნეტში სხვადასხვა ბლოგებზე მოძიებული სააღდგომო კვერცხების ორიგინალურად და მარტივად შეღებვის რამდენიმე მეთოდს. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ ყვითლად შეღებილ კვერცხებზე სხვადასხვა ემოციის და ზღაპრის გმირების დახატვა.

ფერადი კვერცხების მოხატვას მარკერით მარტივად შეძლებთ.

თუ თქვენ ფუნჯით ხატვა გეხერხებათ, მაშინ გაცილებით ლამაზი და ორიგინალური კვერცხები გამოგივათ.

სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ, თუ ფერად კვერცხებზე ქაღალდისგან დამზადებულ სხვადასხვა ფიგურას დააწებებთ.

კვერცხს „მარმარილოს ეფექტი“ ექნება, თუ მას შეღებილ ბრინჯში რამდენიმე წუთით აგორავებთ.


შეღებილ ძაფში თუ ჩადებთ კვერცხს, ასევე საინტერესო შედეგს მიიღებთ, თანაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ძალიან ლამაზად შეიღებება კვერცხი პოლიეთილენის პარკის შესაფუთი მასალით. სპეციალურ ამობურცულ პარკზე უნდა წაუსვათ თქვენთვის სასურველი ფერის საღებავი და კვერცხი მასზე აგორაოთ.

პასკის მოსართავი ფერადი კანფეტებიც კი შეგიძლიათ დააწებოთ კვერცხზე.