ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.

დილიდან ქალაქის მთავარ მოედანზე და ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

თავისუფლების მოედანზე განთავსებულია ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, ზვიად გამსახურდიას სტენდი და დამოუკიდებლობის აქტის ამსახველი კონსტრუქცია.

საზეიმო ღონისძიებებს ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.