ფოტორეპორტაჟი თბილისის საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციიდან
სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის
მრავალსაათიანი შეტაკების, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების
გამოყენების შემდეგ, პროტესტის მონაწილე რამდენიმე ათეული ადამიანის
დაკავებით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე, რომელიც 20 ივნისის
საღამოს 7 საათზე დაიწყო პარლამენტის შენობასთან.
აქციაზე დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, უმეტესად რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმით. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.
ფოტორეპორტაჟი: რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.