მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
საქართველოში“ ფარგლებში მესტიელი გიდი დათო ნაკანი ტურისტებს ქორულდის ტბებზე
ეპატიჟება. ის ამ ადგილს სამოთხეს უწოდებს და ტბების ფოტოებს
აქვეყნებს წარწერით: #spendyoursummeringeorgia #paradise.
ფოტო: დათო ნაკანი ქორულდის ტბასთან
სვანეთში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე მდებარეობს სამი პატარა ტბა, რომელსაც ქორულდის ტბებს ეძახიან. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედები, რადგან ტბებს გარს აკრევს კავკასიონის მყინვარები და მწვერვალები. ქორულდის ტბიდან შესაძლებელია შხარას, თეთნულდს, უშბას, ლაილას და სხვა მწვერვალების დანახვა.
ფოტოები "ლაივპრესს" ავტორმა, დათო ნაკანმა მიაწოდა
ქორულდის ტბები მესტიიდან 10 კმ-შია. ასვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით და მაღალი გამავლობის მანქანით.
ცნობისთვის, მოქალაქეებმა ივნისის თვეში დაიწყეს სოციალურ ქსელში კამპანია - "გაატარე ზაფხული საქართველოში". ფეისბუკზე შეიქმნა ჯგუფი, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაერთონ და ერთად იზრუნონ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე.
კამპანიის დაწყება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას მოჰყვა საქართველოს მიმართულებით, 8 ივლისიდან ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის შესახებ.