მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
დამაკავშირებელი ენგურის ხიდი უჩვეულოდ ცარიელია.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა დღის მანძილზე რამდენიმე მგზავრმა თუ მოახერხა. მათ შორის ენგურჰესის თანამშრომლებმა და საქართველოს ჯანდაცვის პროგრამებით (დიალიზი, C ჰეპატიტის ელიმინაცია და მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია) მოსარგებლე მოქალაქეებმა. მათ საგუშაგოზე სოხუმში გაცემული სპეციალური საშვით ატარებენ.

კორონავირუსის გავრცელების არიდების მიზნით, სოხუმმა მიმოსვლა 27 თებერვალს შეზღუდა. 14 მარტიდან კი "საზღვრის" სრულად ჩაკეტვას გეგმავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ენგურის გამშვები პუნქტი“ დილის რვა საათიდან ჩაიკეტება ყველა მგაზვრისთვის, გარდა ენგურჰესის თანამშრომლებისა.
ხიდის საბოლოოდ ჩაკეტვამდე, გალში გამგზავრების იმედით „ენგურის გამშვებ პუნქტთან“ დღეს რამდენიმე მგზავრი მივიდა, თუმცა ყველა მათგანი უკან, ზუგდიდში მოაბრუნეს.

იმედი გაუცრუვდა გალში მიმავალ ნარგიზა აკობიასაც: „მე გალის მცხოვრები ვარ, ტანსაცმელიც კი არ წამომიღია აქეთ, სწარაფად წამოვდი, ბავშვი უნდა დამეწვინა საავადმყოფოში. მესამეჯერ ვარ მოსული და სამივეჯერ მომაბრუნეს უკან“.
გალში გამგზავრება ვერც ნაცნობი „მესაზღვრის“ დახმარები მოახერხა ზალიკო ნაჭყებიამ: „ნაცნობი, რომ მყავდა ამ იმედით წამოვედი, მაგრამ უარი მითხრა - ვერ შევძლებო და მოვბრუნდი უკან“.

„ნაცნობებით“ გამგზავრება ვერა, მაგრამ გალში მყოფი ოჯახისთვის მედიკამენტების გაგზავნა მოახერხა რამდენიმე მოქალაქემ. მათ შორის თამარ შურღაიამ.
„ეს არის დიაბეტის წამალი. ხიდთან ჩვენი ახლობელი ექიმი დგას, იმას მივაწვდი და ვბრუნდები უკან“, - ამბობს თამარ შურღარია.

მგზავრებისგან დაცლილი მიკროავტობუსი ენგურის ხიდზე
ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. სოხუმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

11 მარტს კი გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს, დილის რვა საათიდან ჩაიკეტება.