ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში უწევთ ექიმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი მუშაობის ხანგრძლივი განრიგი ეკიპირიების ფონზე ხშირად აისახება სახეებზეც. სოციალურ ქსელებში აქტიურად შეხვდებით ექიმების ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მძიმე შრომის შედეგი.

მათ შორის არის ქართველი, ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე. მისი ფოტო ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრანელმა, გიორგი ბერიძემ გამოაქვეყნა.

ის წერს, რომ საქართველოში პირველი Covid-19-ზე დადებითი პაციენტი ეკა ნაფეტვარიძემ მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული.

ფოტოზე: ეკა ნაფეტვარიძე

„ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება. პ.ს. არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო. ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან", - დაწერა ბერიძემ ფეისბუკ გვერდზე.

ეს ფოტოები კი იტალიელი ექიმების მძიმე სამუშაოს ასახავს. იტალიელებს დღეს მთელი მსოფლიო თანაუგრძნობს. მათ ფოტოებს აზიარებენ სოციალური ქსელების მომხმარებლები და მხარდაჭერას უცხადებენ.