ფოტო
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
FaceBook Twitter
E-mail Print
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო განსაკუთრებული მკაცრი კონტროლის პირობებში 28 მარტიდან ცხოვრობს. სანამ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მაშტაბით კარანტინს გამოაცხადებდა, რეგიონში უკვე მოქმედებდა საპოლიციო კონტროლი. ასეთი ზომები მთავრობამ სამეგრელოს მოსაზღვრე „აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით“ ახსნა.

31 მარტიდან კი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე აკრძალულია როგორც ქვეითად, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. სამართალდამცავები ქალაქის ქუჩებში, ასევე მუნიციპალიტეტების შესასვლელებში აკონტროლებენ საავტომობილო მოძრაობას და მოქალაქეების გადადგილებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ავტომანქანებში კი დაშვებულია მხოლოდ სამი პირის ყოფნა.

კარანტინმა შეცვალა ზუგდიდის ყოველდღიური ცხოვრება. ცარიელია მოქალაქეთა თავშეყრის ადგილები - პარკები და სკვერები. არ მუშაობს არცერთი ობიექტი სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და აფთიაქების გარდა. ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს ზუგდიდის ბაზარი, სადაც სიფრთხილის მიზნით, მოვაჭრეთა ნაწილმა მაღაზიები დროებით დახურა.

მოქალაქეებს ძირითადად სასურსათო მაღაზიების თუ აფთიაქების რიგში შეხვდებით, სადაც სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სოციალური დისტანცია ყველა შემთხვევაში დაცული არ არის.
დადიანების ეზო
დადიანების ეზო
დადიანების ეზო
დადიანების ეზო
ბულვარი
ბულვარი
დადიანების ეზო
დადიანების ეზო
გაჩერება
გაჩერება
მთავარი ქუჩა
მთავარი ქუჩა
მთავარი ქუჩა
მთავარი ქუჩა
რიგი ბანკთან
რიგი ბანკთან
მთავარი ქუჩა
მთავარი ქუჩა
ბაზრის მიმდებარედ
ბაზრის მიმდებარედ
ბაზარი
ბაზარი
ბაზრის მიმდებარედ
ბაზრის მიმდებარედ
ბაზარი
ბაზარი
 მოვაჭრე
მოვაჭრე
ბაზარი
ბაზარი
ბაზარი
ბაზარი
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
12:29 / 06.06.2020
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
23:25 / 09.04.2020
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად შეხვდა მაყურებელს პირისპირ.
 დისტანციური სწავლების უპირატესობა თუ სკოლებში დაბრუნება - გამოკითხვა
ახალი სასწავლო წელი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.