ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
FaceBook Twitter
E-mail Print
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც უკვე ბევრი რამ იციან. ბოლოსდაბოლოს, ამ გამოუცნობი ვირუსის გამო უთხრეს, რომ აღარ ეარათ სკოლებში, ბაღებში, პარკებში, გასართობ ცენტრებში და არც საკუთარ ეზოს გაცდენოდნენ.

როგორი ფორმა აქვს და რა არის კორონავირუსი, "ლაივპრესმა" რამდენიმე მშობელს სთხოვა დაეხატათ შვილებს და მოეყოლათ, როგორია კორონავირუსი.

ანასტასია გვაჯაია, 7 წლის

უხარია, რომ სკოლა არ არის.

ნიკოლოზ გვაჯაია, 9 წლის

კორონას გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეზოში ვეღარ დავდივართ სათამაშოდ და მაკდონალდსიდან საჭმლების მოტანაზეც უარს მეუბნებიან. იმიტომ, რომ ბავშვები უფროსებს დაემორჩილონ, მგონია, რომ მშობლები იგონებენ და აზვიადებენ, მაგრამ როგორმე გადავიტანთ და გავუძლებთ.

ნინა ყალიჩავა, 9 წლის

მზე იმალება ღრუბლებში. მანამდე ხომ კარგად ვიყავით და ახლა ყველას გვეშინია, რომ ცუდად არ გავხდეთ.

ჰელენ კვარაცხელია, 6 წლის

კორონავირუსი ცუდია იმიტომ, რომ საავადმყოფოში ვიქნებით და ბევრ ანალიზს გაგვიკეთებენ და ნემსებს. ის ბაქტერიაა და მრგვალი ფორმა აქვს. წითელია.

ვახო უბილავა, 10 წლის

კორონა ცუდი ტიპია.

ანდრია ცანავა, 5 წლის

ცუდია, იმიტომ, რომ ბევრი კაცი მოკვდა. ბევრი საავადმყოფოშია. მის გამო სულ სახლში ვართ. ის თეთრი ფერისაა.

მარი უბილავა, 8 წლის

კორონავირუსი ცუდია. რამდენი ადამიანია საავადმყოფოში. რამდენი კიდევ მოკვდა. წრის ფორმა აქვს და ცისფერია. გადადექი კორონა, სადმე წადი!

საბა ცანავა, 7 წლის

კორონა ადამიანებისთვის მავნეა. დედამიწასავით მრგვალია. იასამნისფერია, იმიტომ, რომ ალერგიაა.

მართა თოდუა, 6 წლის

კორონავირუსი ცუდია, იმიტომ, რომ ჩემთან სახლში ჩემი მეგობარი ანასტასია ვერ მოდის. კიდევ ბოროტია, რომ ამდენი ადამიანი ცუდად გახდა. მენატრება ბაღი და სკოლა.

საქართველოში, 9 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევაა. 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თვალი, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოვლა
აუცილებელია, არახალია.
14:42 / 16.10.2020
თვალი, რომ ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოვლა აუცილებელია, არახალია.
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
18:22 / 07.10.2020
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
12:29 / 06.06.2020
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
12:20 / 03.06.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო შტაბის ინფორმაციით,
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.