ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში. ჭურია ხობის მუნიციპალიტეტში, წარმოიქმნება მდინარეების მუნჩიისა და ოჩხომურის შეერთებით. ერთვის შავ ზღვას. მისი სიგრძე 12 კმ-ია. ჭურია დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. აქ პოპულარულია სპორტული თევზაობა. ასევე, ხორციელდება ტურისტული მარშრუტი „მდინარე ჭურია“, რომელიც იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის უბნის ვიზიტორთა ცენტრიდან.

ტურის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ულამაზესი ხედები.

ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელია წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი, ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) ნახვა ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან.

მდინარეზე ტურები ხორციელდება ნიჩბიანი და მოტორიანი ნავებითა და კაიაკებით.