საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა ზუგდიდში არ
გამართულა,
თუმცა სასულიერო პირებმა ზუგდიდელებს დღესასწაული მანქანებიდნ,
ნაკურთი წლის სხურებით მიულოცეს.

12:00 საათიდან ზუგდიდის სხვადასხვა ტაძრიდან სასულიერო პირებმა მრევლის გარეშე, ტრანპორტით მოაწყვეს მსვლელობა და შემოიარეს ქალაქის ქუჩები.

საპატრიაქროს გადაწყვეტილებით, „ალილოს“ სახეცვლილი ფორმის მიუხედავად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიიტანონ ნობათი, რომელიც შემდგომ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

საშობაო „ალილო“ ტრადიციულად 7 იანვარს საყოველთაო მსვლელობით აღინიშნებოდა. მასში მონაწილეობას სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეებიც იღებდნენ. საპატრიარქომ ამ ტრადიციაზე წელს უარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თქვა. თუმცა მანამდე, 6 იანვრის ღამეს ტაძრებში საშობაო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც მრევლიც ესწრებოდა.

ლიტურგიის გამო, 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.