ფოტო
„ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს ლენტეხელმა გიდმა გიორგი ლიპარტელიანმა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ფოტოები სადაც ყინულის ულამაზესი ფორმების დანახვაა შესაძლებელი, სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ მუაშშია გადაღებული.

ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მუაში ბალნეო-კლიმატური კურორტია. ზამთარი აქ ცივია, ზაფხული კი გრილი. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. ზამთარში ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -10 გრადუსსაც აღწევს.