ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს, ასაცრელად 40 ექიმი დარეგისტრირდა ზუგდიდში. ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო დაწესებულებებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 3 100 დოზაა შეტანილი.

ფოტოზე: ლანა უბილავას

Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ზუგდიდში აიცრა პირველი ქართველი ექიმი. ის „ევექსის“ კლინიკების ალერგოლოგი ლანა უბილავაა. პროცედურამ უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ჩაიარა.

ანალოგიურად ვაქცინაციის პროცესი მშვიდად წარიმართა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

ფოტოზე: ნანა ოდიშარია

მისი სიტყვებით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და მოუწოდა კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში.

ფოტოზე: ნიკა ჭეჟია

ნანა ოდიშარიას შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრნენ რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები. მათ შორის სამედიცინო მენეჯერი ნიკა ჭეჟია.

პროცესს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაესწრო რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილე ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად.

ფოტოზე: ექიმი ლევან ქობალია

ვაქცინაციაში, ზუგდიდში ორი კლინიკაა ჩართული "ევექსის" რეფერალური ჰოსპიტალი და "ევექსის" ამბულატორია. 17 მარტიდან კი კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება სამეგრელოში: ფოთი, სენაკი, წალენჯიხასა და მარტვილში.

ფოტოზე: პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ქვეყანაში ეთ-ერთი პირველია, ვინც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა დაავადება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მან აცრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თავს გადასარევად“ გრძნობს.

საქართველოში კოვაქს პლატფორმის საშუალებით შემოვიდა 43,200 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“.

მედია აშუქებს ვაქცინაციის დაწყებას ზუგდიდში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შვედურ-ბრიტანული „ასტრაზენეკა", როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, 16 თებერვალს დაამტკიცა. სწორედ „ასტრაზენეკათი“ დაიწყო ევრობის ქვეყნების ნაწილში ვაქცინაცია, თუმცა ცოტა ხნის წინ რამდენიმემ, მათ შორის დანიამ, ირლანდიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ ეს პროცესი დროებით შეაჩერა. მათ სწორედ „ასტრაზენეკას“ დაუკავშირეს რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება და ზოგიერთებისთვის თრომბის პრობლემის გაჩენა. თუმცა კვლევები, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს არ არსებობს.

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმი „ასტრაზენეკას" ვაქცინით

თავის მხრივ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციააცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან კავშირი არ აქვს თრომბოზის წარმოქმნას. ორგანიზაციამ სახელმწიფოებს მოუწოდა, ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ.

ფოტოზე: „ასტრაზენეკას" ვაქცინა
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
14:48 / 25.01.2021
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
13:20 / 18.01.2021
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს
15:15 / 07.01.2021
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
18:22 / 07.10.2020
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.