ფოტო
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე, ყოველდღიურად ათობით მოქალაქე გადის კორონავირუსზე სავალდებულო სწრაფ ტესტირებას.

მოქალაქეები ტესტირებას ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში გადიან. იქვე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან კორონავირუსი დაუდასტურება, ცალკე კარავია, სადაც პირი ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე რჩება. ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მოქალაქეს გზის გაგრძელების უფლება მას შემდეგ აქვს, რაც ტესტზე, 15-20 წუთში უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდება.

"ლაივპრესს" ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მომავალმა მგზავრებმა უთხრეს, რომ ტესტირებას მხოლოდ ის მოქალაქეები არ გადიან, რომლებმაც ენგურის ხიდი ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაკვეთეს და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი აქვთ.

ტესტირებისთვის გახსნილი სამედიცინო პუნქტის თანამშრომლების ინფორმაციით, 21 ივნისს, საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა 150-დე მოქალაქემ, რომლებსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მგზავრების ინფორმაციით, განსაკუთრებული შეზღუდვები საოკუპაციო ხაზზე ამ დროისთვის არ მოქმედებს.

ე.წ. გამშვებ პუნქტთან, დე ფაქტო რესპუბლიკის "მესაზღვრეები" მოქალაქეებისგან გადაადგილებისთვის საჭრო დოკუმენტებს: ე.წ. აფხაზურ პასპორტს, ჯანმრთელობის ცნობას ან "ბინადრობის მოწმობას" ითხოვენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში, ენგურის ხიდი აფხაზეთიდან 11 ათასმა პირმა გადმოკვეთა. მათგან კორონავირუსი 44-ს გამოუვლინდა.

ტესტირება გალელებს 2021 წლის 19 აპრილიდან უტარდებათ. მანამდე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულებს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ.

გაუქმების გადაწყვეტილება, თბილისმა 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა თუ თბილისში და მდინარე ენგურზე ოთხი გალელის დაღუპვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
12:09 / 04.10.2021
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
11:50 / 19.09.2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
20:42 / 20.08.2021
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების
16:41 / 26.07.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.