ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსშიც შეუძლიათ.

დღის განმავლობაში ვაქცინაციის ტრანსპორტი განრიგის მიხედვით, სხვადასხვა უბანში გადაადგილდება. ის ძირითადად გათვლილია მოქალაქეებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამედიცინო ცენტრებს ვერ აკითხავენ.

ვაქცინაციის ავტობუსი მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს ამუშავდა.

როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლმა მაია ჯინჯოლავამ გვითხრა, ავტობუსში უკვე აიცრა 300-მდე მოქალაქე. ეს ციფრი მზარდია ყოველდღიურად.

ავტობუსში მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.

გარდა მოძრავი ავტობუსისისა, ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებეში.

საქართველოში ამ დრომდე სულ ჩატარდა 1 646 441 აცრა.

19 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 954 პაციენტი.

პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების სულ 595 264 შემთხვევაა გამოვლენილი.

სულ 559 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 8 541 პაციენტი ემსხვერპლა.