კომენტარი
ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატთან [Video]
03:48 / 19.05.2014
ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატთან [Video]

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე დაიბადა 1979 წლის 14 დეკემბერს ფოთში. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2005-2006 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალაქის განვითრების ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. 2006-2010 წლებში - თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი, კუნძულის უბნის მაჟორიტარი, ფარქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე. 2010 წლებში გახდა ფოთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. 2010-2012 წლებში იყო საკრებულოს იურიდიულ სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2013 წლიდან არის ფოთის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიისა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ინტერვიუ „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
19:30 / 17.05.2014
ინტერვიუ „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]

კოალიცია „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა დაიბადა 1980 წლის 20 თებერვალს ზუგდიდში. პროფესიით ისტორიკოსია. 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში. 2002-2004 წლებში მუშაობდა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 2004 წლიდან დღემდე არის ისტორიის მასწავლებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მეორე საჯარო სკოლაში. 2008 წლიდან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში კენჭს იყრიდა ზუგდიდის მაჟორიტარად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“. გოგიტა ბიგვავას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ინტერვიუ „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]
05:12 / 17.05.2014
ინტერვიუ „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]

ზუგდიდის მერობის კანდიდატი კოალიციიდან „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ რუსუდან პაჭკორია დაიბადა 1963 წლის 27 სექტემბერს. 1980 წელს დაამთავრა ზუგდიდის #2 საშუალო სკოლა. 1986 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 1989 წელს იყო თბილისის ბიზნესის სახლმწიფო ინსტიტუტის სამეგრელოს ფილიალის უფროსი მასწავლებელი. 2002-2004 წლებში მუშაობდა ასოციაცია „ათინათის“ იურისტად. 2004-2005 წლებში იყო თბილისის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის უფროსი მასწავლებებლი. 2005 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის იურისტი. 2001-2012 წლებში რადიო „ათინათში” იურიდიული გადაცემების ავტორი და წამყვანი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი. 2005 წლიდან დღემდე არის ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი.

ინტერვიუ ზუგდიდის საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან [Video]
06:38 / 14.05.2014
ინტერვიუ ზუგდიდის საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან [Video]

ივეტა წითაშვილი დაიბადა 1974 წლის 8 ნოემბერს. 1998 წელს დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2003 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. 2005 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის თექვსმეტწლიანი გამოცდილება.

ინტერვიუ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
08:02 / 11.05.2014
ინტერვიუ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი, ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძე“ ოთარ ჭითანავა დაიბადა 1972 წლის 31 ივლისს, ზუგდიდში. 1989 წელს დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2007 სწავლა განაგრძო მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ბოლო ოცი წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სახელმწიფო მრჩევლად. მუშაობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის (ტასისი) პროექტში „სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მოხელეების მომზადება“. 2004 წლამდე ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების და ტრანზიტული გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე სალომე ზურაბიშვილთან გაერთიანებულ ოპოზიციაში. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. არის უცოლო.

ინტერვიუ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]
04:49 / 11.05.2014
ინტერვიუ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ბლოკიდან „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძე“ ირაკლი ღურწკაია დაიბადა 1984 წლის 11 ნოემბერს. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2008-2011 წლებში მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკის“ ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა პოზიციებზე. 2011 წელს დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის კურსი. 2012 წლიდან დღემდე სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ თანადამფუძნებელია. იყო ორგანიზაციის თანათავმჯდომარეც. ირაკლი ღურწკაია უპარტიოა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. არის უცოლო.

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან  [Video]
06:02 / 05.05.2014
ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატთან [Video]

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია დაიბადა 1968 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ფოთში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით, ხოლო 1999-2005 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992-1994 წლებში იყო კოოპერატივ „ნაბადას“ ბრიგადირი; 1994-1998 წლებში - ფოთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს განყოფილების უფროსი. 2000-2004 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ფოთის ღვთისმშობლის ტაძრის დაბრუნების“ გამგეობის წევრი. 1998-2006 წლებში მუშაობდა შპს „ალდაგი ფოთში“ გენერალურ დირექტორად, ხოლო 2009-2012 წლებში - შპს „აკტაუსიბარიტის“ დირექტორად. 2002-2009 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ წევრი. 2002-2006 წლებში - ფოთის საკრებულოს წევრი. 2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014 წლიდან დღემდე იყო ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. მერობის კანდიდატს ყავს ცოლი და სამი შვილი.

ინტერვიუ „სახალხო პარტიის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
10:47 / 04.05.2014
ინტერვიუ „სახალხო პარტიის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]

დამოუკიდებელი კანდიდატი „სახალხო პარტიიდან“ ვახუშტი ფარცვანია 1966 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საშუალო სკოლა. ერთი წლის მანძილზე მუშაობდა აბასთუმნის ტუნგის საბჭოთა მეურნეობაში. 1989 წელს ლვოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი დაამთავრა. 1990 წელს აბასთუმნის მეურნეობაში შრომის ეკონომისტად მუშაობდა. იყო სოფლის კომკავშირის მდივანი 1990 წელს. 1991 წელს ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად მუშაობდა. 1992 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 1998 წელს მოეწყო პეტერბურგში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ასპირანტურაზე. დაამთავრა დოქტურანტურაც. 1999 წელს დაიცვა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამის შემდეგ ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ხუთი წლის მანძილზე ფილოსოფიის კათედრის გამგეა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში 2004 წელს მუშაობდა. 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიანიჭეს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიის განხრით. არის რამდენიმე მონოგრაფიის და ათეულობით კრებულის ავტორი. 2004 წელს პრეზიდენტის კანცელარიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კურატორი იყო. 2008 წელს კენჭი იყარა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიციიდან. 2005-2006 წლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა მოწვეული პროფესორის სტატუსით. პარლამენტის არჩევნებამდე იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
03:57 / 03.05.2014
ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი პოლიტიკური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თენგიზ გუნავა დაიბადა ზუგდიდის სოფელ რუხში. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისში, უნივერსიტეტ „იბერიაში“, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს იურისტის კვალიფიკაცია. 2000 წელს ზუგდიდში პოლიციის სამმართველოში დაიწყო მუშაობა. იყო თავდაპირველად უბნის ინსპექტორი. ასევე, გენერალური ინსპექციის უფროსი. 2012 წელს თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. იგი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა. 2013 წლის იანვარში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა. ცოტა ხანში ის ისევ დააკავეს. სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის მას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის მალევე შეიწყალა. 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ თენგიზ გუნავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. დღეს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია.

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]
04:32 / 02.05.2014
ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი, 1995 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი. 1991-1993 წლებში სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე. 1993-1995 წლებში ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს. 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი. 2007 წელს დაარსა შპს „ზუგპეტროლი“ და დღემდე მისი მესაკუთრეა. 2009 წლიდან შპს „ოილპროს“ დამფუძნებელია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე.

ინტერვიუ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან
20:50 / 28.03.2013
ინტერვიუ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან

ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ელდარ ქირიამ ამ პოსტზე ამირან ჯანაშია შეცვალა. ეს უკანასკნელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ, 19 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ზუგდიდის სასამართლომ გირაოს, 30 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ელდარ ქირია „ლაივპრესს“ პარლამენტის არჩევნების შემდეგ საპყრობილეში განხორციელებულ ცვლილებებზე, პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ესაუბრა.

ინტერვიუ ლასკალას აკადემიის ქართველ სტუდენტთან, რომელსაც დაფინანსება შეუწყდა
02:30 / 10.03.2013
ინტერვიუ ლასკალას აკადემიის ქართველ სტუდენტთან, რომელსაც დაფინანსება შეუწყდა

ლასკალას აკადემიის სტუდენტი მიხეილ ქირია სწავლის დასაფინანსებლად დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. ბარიტონი აკადემიაში 2011 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. მის სწავლას მილანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2013 წლის იანვრამდე აფინანსებდა. ამჟამად მიხეილ ქირიას დაფინანსება მისთვის გაურკვეველი მიზეზით შეუწყდა. მილანის აკადემიაში სტუდენტები ორ წელიწადში ერთხელ ირიცხებიან. ქირია აკადემიის ერთადერთი ქართველი სტუდენტია. „ლაივპრესი“ ბარიტონს ვერონაში, კონცერტის დაწყებამდე ესაუბრა.

სხვა სტატიები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.