კომენტარი
ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]
03:57 / 03.05.2014
ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან [Video]

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი პოლიტიკური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თენგიზ გუნავა დაიბადა ზუგდიდის სოფელ რუხში. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისში, უნივერსიტეტ „იბერიაში“, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს იურისტის კვალიფიკაცია. 2000 წელს ზუგდიდში პოლიციის სამმართველოში დაიწყო მუშაობა. იყო თავდაპირველად უბნის ინსპექტორი. ასევე, გენერალური ინსპექციის უფროსი. 2012 წელს თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. იგი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა. 2013 წლის იანვარში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა. ცოტა ხანში ის ისევ დააკავეს. სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის მას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის მალევე შეიწყალა. 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ თენგიზ გუნავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. დღეს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია.

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]
04:32 / 02.05.2014
ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან [Video]

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი, 1995 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი. 1991-1993 წლებში სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე. 1993-1995 წლებში ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს. 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი. 2007 წელს დაარსა შპს „ზუგპეტროლი“ და დღემდე მისი მესაკუთრეა. 2009 წლიდან შპს „ოილპროს“ დამფუძნებელია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე.

ინტერვიუ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან
20:50 / 28.03.2013
ინტერვიუ ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან

ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ელდარ ქირიამ ამ პოსტზე ამირან ჯანაშია შეცვალა. ეს უკანასკნელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ, 19 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ზუგდიდის სასამართლომ გირაოს, 30 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ელდარ ქირია „ლაივპრესს“ პარლამენტის არჩევნების შემდეგ საპყრობილეში განხორციელებულ ცვლილებებზე, პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ესაუბრა.

ინტერვიუ ლასკალას აკადემიის ქართველ სტუდენტთან, რომელსაც დაფინანსება შეუწყდა
02:30 / 10.03.2013
ინტერვიუ ლასკალას აკადემიის ქართველ სტუდენტთან, რომელსაც დაფინანსება შეუწყდა

ლასკალას აკადემიის სტუდენტი მიხეილ ქირია სწავლის დასაფინანსებლად დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. ბარიტონი აკადემიაში 2011 წლის აგვისტოში ჩაირიცხა. მის სწავლას მილანში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2013 წლის იანვრამდე აფინანსებდა. ამჟამად მიხეილ ქირიას დაფინანსება მისთვის გაურკვეველი მიზეზით შეუწყდა. მილანის აკადემიაში სტუდენტები ორ წელიწადში ერთხელ ირიცხებიან. ქირია აკადემიის ერთადერთი ქართველი სტუდენტია. „ლაივპრესი“ ბარიტონს ვერონაში, კონცერტის დაწყებამდე ესაუბრა.

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [Video]
17:02 / 28.12.2012
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [Video]

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩია კანონპროექტის შემუშავება, რომელიც პრეზიდენტს უფლებას მისცემს, მთავრობასთან ერთად დაითხოვოს პარლამენტი არჩევნებიდან 3 თვის ვადაში, რის შემდეგაც დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

 

ინტერვიუ აშშ-ის ელჩ ჯონ ბასთან
01:47 / 05.04.2012
ინტერვიუ აშშ-ის ელჩ ჯონ ბასთან

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს რეგიონულ ჟურნალისტებს ფოთში, ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ნების არსებობის მნიშვნელობაზე. ინტერვიუსას ჯონ ბასმა თავი შეიკავა კომენტირებისგან, თუ როგორ წარმოუდგენია არაინფორმირებულ გარემოში, ინფორმირებული არჩევნების ჩატარება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, სხვა პარტნიორებთან ერთად ყურადღებით დაააკვირდებიან მედია გარემოს საქართველოში მომდევნო თვეების განმავლობაში.

 

ტელეკომპანია "მეცხრე ტალღის" სტუდიაში ინტერვიუს უძღვებოდნენ "ლაივპრესის" ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და "მეცხრე ტალღის" ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

ინტერვიუ ზუგდიდის რეკონსტრუქციის ავტორთან
20:06 / 20.02.2012
ინტერვიუ ზუგდიდის რეკონსტრუქციის ავტორთან

„ლაივპრესი“ ზუგდიდის რეკონსტრუქციის ავტორს, არქიტექტორ ლევან სოლოღაშვილს ესაუბრა.

 

ლაივპრესი: რა იგულისხმება ზუგდიდის რეკონსტრუქციაში? რადიკალურად შეიცვლება ქალაქის იერსახე?


ლევან სოლოღაშვილი: რეკონსტრუქცია მოიცავს ცენტრალური ფასადების გაკეთილშობილებას. შენობები ძირითადად 60-70-იან წლებში გავრცელებული არქიტექტურული სტილით არის აგებული. ეს კომუნისტური პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილია, თუმცა ქალაქში არის დახვეწილი არქიტექტურული საცხოვრებელი სახლებიც. სამხარეო ადმინისტრაციის [გუბერნია] შენობის წინ არის კორპუსი, რომელიც თითქოს არაფრით გამორჩეულია, მაგრამ მაინც განსხვავდება სხვებისგან. თვითონ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაც უჩვეულოა თავისი აგებულებით, თუმცა შენობის ძველი ფოტოები რომ ნახოთ ბევრად უფრო დახვეწილია მისი ფასადი.


ლაივპრესი: სამხარეო ადმინისტრაციის შენობას დაუბრუნდება ძველი იერსახე?


ლევან სოლოღაშვილი: არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რაც შეეხება მის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსს, მას უცვლელად ვტოვებთ. უბრალოდ გალამაზდება მისი ფასადი. რაც შეეხება ბულვარს, ის უნიკალურია, რადგან ადგილმდებარეობა აქვს საინტერესო. ბულვარში ხეების დიდი ნაწილი მოიჭრება, რადგან აქ 70 წლის ხეებია, რომლებიც არ ექვემდებარება გასხვლას და გასუფთავებას. შესაძლოა მსგავსი ასაკის ხეებმა ქარის დროს ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.


ლაივპრესი: როგორი ნარგავებით შეიცვლება არსებული ხეები?


ლევან სოლოღაშვილი: ეს იქნება მცენარეები, რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენ მოწვეული გვყავდა ბოტანიკოსთა ჯგუფი, რომელთა რეკომენდაციებიც გავითვალისწინეთ. გარდა ბოტანიკოსებისა, ასევე ვმუშაობდით გეოლოგებთან, კლიმატოლოგებთან და ისტორიკოსებთან. 3 წელი მოვანდომეთ ამ საკითხებზე მუშაობას.


ლაივპრესი: კომპანია „არტ ჯგუფს“, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მანამდე თუ უმუშავია ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმაზე?


ლევან სოლოღაშვილი: „არტ ჯგუფს“ 10 წლიანი გამოცდილება აქვს პროექტების შედგენაში და თბილისში ძალიან ბევრი მრავალსართულიანი კორპუსის პროექტის ავტორია. გაუკეთებია თუ არა ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროფესიონალებს, რომლებიც ამ კომპანიაში არიან დასაქმებული, უმუშავიათ ბათუმში, ქუთაისში და სიღნაღში.


ლაივპრესი: ზუგდიდის რეკონსტრუქციაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ესპანელ არქიტექტორებს. ვინ არიან ისინი და კონკრეტულად რა პროექტზე მუშაოებენ?


ლევან სოლოღაშვილი: ეს არის ესპანელი არქიტექტორებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც სურვილი გამოთქვა ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე ბაღი გაეშენებინა. მე სიამოვნებით დავთანმხდი. მათ დიდი გამოცდილება აქვთ და საკმაოდ ინოვაციური პროექტია. მოკლედ, რომ გითხრათ ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს. ვხსნით და ვაკეთებთ იმას რაც არ ვარგა. ბულვარის ორივე მხარეს, შენობები საფუძვლიანად გარემონტდება და შეიცვლება მათი ფასადი.


ლაივპრესი: რაც შეეხება მე-2 საჯარო სკოლას, შეიცვლის თუ არა ის ადგილმდებარეობას?


ლევან სოლოღაშვილი: სკოლას არ შევეხებით. სკოლა აუცილებლად უნდა დარჩეს სადაც არის. საბავშვო ბაღს ავიღებთ, რადგან თვითონ შენობაა ცუდი და ხელს გვიშლის. არის რესურსი, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს კარგი საბავშვო ბაღი. არცერთ სკოლას არ ვეხებით. ჩვენ არ შევეხებით ადგილობრივების სახლ-კარს. ისე გავაკეთეთ ეს პროექტი, რომ მინიმალურად ჩავერიოთ ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებაში. რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებს, მის მფლობელებს მიეცემათ ფართი ახლადაეშენბულ ობიექტებში. ჩვენ არ შევეხებით ქალაქის არცერთ ისტორიულ შენობას. ზუგდიდის იტორიული ფოტოები შევისწავლეთ. ძალიან დაგვეხმარა ამ საკითხში ზუგიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავჯდომარე გიორგი კალანდია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა. საარქივო მასალის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ ბულვარს აღვუდგინოთ ძველი ფუნქცია. ბულვარი გაიზრდება სიგრძეში და დაუკავშირდება დადიანების ეზოს. თუმცა აქ წავაწყდით გარკვეულ პრობლემას, ყოფილი სტადიონის წინ არის საგზაო კვანძი, ამიტომ გადავწყვიტეთ პანდუსი ჩასულიყო მიწიდან და საფეხმავლო ხიდი გაგვეკეთებინა ზემოდან. ამ ეტაპზე უცვლელი რჩება დადიანების ეზო. რეკონსტრუქციის შემდეგ ზუგდიდს ექნება აქტიური და კულტურული დასვენების ზონა. მიხარია, რომ უნიკალური ბოტანიკური ბაღი, გადაეცა ზუგდიდის გამგეობას. მანამდე არ იყო საშუალება ვინმეს დაეფინანსებინა და გაესუფთავებინა მაინც.


ლაივპრესი: როგორი იქნება ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ შენობა?


ლევან სოლოღაშვილი: სასტუმრო „ოდიში“ თავდაპირველად იყო ორსართულიანი, მერე გახდა სამსართულიანი და გაფუჭდა მისი აქრქიტექტურა. ჩვენ ნაწილობრივ დავუბრუნებთ მას პირვანდელ იერსახეს.


ლაივპრესი:
ფოსტის, ზუგდიდის შპს ცენტრალური სუპრემარკეტის (ბაზარი) და სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ შენობებზე რას გვეტყვით?


ლევან სოლოღაშვილი: აქ რთულადაა საქმე. ერთი მხრივ კარგია, რომ მსგავსი შინაარსის სუპერმარკეტი და სავაჭრო ცენტრი ერთადაა, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მიეცეს ცივილური სახე. ქალაქის დაგეგმარების ფარგლებში ჩვენ გამგეობას რეკომენდაცია მივეცით. შევთავაზეთ ან ადგილზე მოხდეს შენობების გალამაზეა ან გადატანა. შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში და ტუბდისპანსერის მიმდებარე ტერიტორიასთან. გადაწყვეტილების მიმღები არის აღმასრულებელი ხელისუფლება და ველოდებით პასუხს.


ლაივპრესი: რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობას, მუსიკალურ სკოლას და მიმდებარე ტერიტორიას, აქ რა ცვლილებებს გეგმავთ?


ლევან სოლოღაშვილი: მუსიკალური სკოლა ამ ეტაპზე ფუნქციურად რჩება. საინტერესო ფასადი ექნება შენობას. შეიძლება იქვე რამდენიმე შინაარსის განათლების ცენტრი გაკეთდეს. მაგალითად, ხელოვნების სკოლა, რომელსაც ექნება პატარა საკონცერტო დარბაზები.


ლაივპრესი: რა გეგმები გაქვთ ზუგდიდის დრამატულ თეატრთან დაკავშირებით?


ლევან სოლოღაშვილი: ძალიან ცუდია, რომ ზუგდიდს მსგავსი თეატრი აქვს, ვგულისხმობ მის არქიტექტურულ აგებულაბას. თეატრი მარტო ფასადი არ არის. ჯერ ეს ერთი თეატრს სცენა არ აქვს. ის საბჭოური, ტიპიური კლუბური შენობაა, რომელსაც წითელი პლაკატი უნდა გააკრა გარეთ და მორთო წითელი დროშებით. ზუგდიდში თეატრი თავიდან არის ასაშენებელი. ჯერჯერობით შენობას ხელი არ ვახლებთ. სხვას ვერაფერს გეტყვით.


ლაივპრესი: ცნობილია რომ, რეკონსტრუქციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა.


ლევან სოლოღაშვილი: დიახ ვაპირებთ, თუმცა რამდენის ამას ზუსტად ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია ინვესტორებზე. ვისაც გაუხარდება ყველას შეუძლია ააშენოს. ღმერთმა ქნას იმდენი ტურისტი იყოს, რომ ეს საჭირო გახდეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება. ამ ეტაპზე ვიცი, რომ ერთი სასტუმრო შენდება სამხარეო ადმინისტრაციასთან, რესურსცენტრის გვერდით. მეორე პროკრედიტ ბანკსა და „ბილაინის“ ოფისის შუაში აშენდება.


ლაივპრესი: ცენტრალურ ნაწილში სასტუმროების სიმრავლე ხომ არ გამოიწვევს ქალაქის გადატვირთვას? იქნება მოწესრიგებული პარკირების სისტემა?


ლევან სოლოღაშვილი: ზუგდიდი 50 ათას მოსახლეზეა გათვლილი. დაახლოებით გამოვთვალეთ მოსახლეობის ზრდა და ისიც, როგორ განვითარდებოდა ქალაქი. გზები და კომუნიკაციები დავაპროექტეთ იმ წესების გათვალისწინებით, რომ ქალაქში ხვალ და ზეგ, თუ იქნება 90 ათასი მოსახლე, ჩვენ ეს რესურსი უკვე წინასწარ გვაქვს ჩადებული პრეოექტში. მინიმუმ 50 წელი ამ ქალაქს სერიოზული გადაკეთება არ დასჭირდება, თუ ყველაფერი ისე გაკეთდება როგორც ჩვენს გეგმაშია. მანქანების პარკირების ადგილები, გაჩერებები, ეს ყველაფერი პროექტში გათვალისწინებულია.


ლაივპრესი: რა ვადებში მოხდება თქვენი პროექტის განხორციელება?


ლევან სოლოღაშვილი: 48 მილიონი და მაქსიმუმ სამი წელიწადი სჭირდება ზუგდიდის სრულ რეკონსტრუქციას.


ლაივპრესი: მიახლოებითი ციფრი თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი ადამიანი დასაქმდება სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას და ვინ განახორციელებს მას?

 

ლევან სოლოღაშვილი: ვიცი, რომ მშენებლობისას დახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება. თუკი რაღაც ინოვაციური შემოთავაზება იქნება შეიძლება უცხოურმა კომპანიამაც განახორციელოს და ასევე ქართულმაც. ჩვენ საჭირო სამშენებლო მასალების რეკომენდაცია გაგზავნილი გვაქვს, რომლებიც შევარჩიეთ სპეციალისტების კვლევის შემდეგ. ერთი სიტყვით ზუგდიდი ძალიან ლამაზი ქალაქი იქნება, ლამაზი შენობებით და ქვაფენილებით.

ინტერვიუ ფეხბურთელ როინ ონიანთან
21:42 / 09.01.2012
ინტერვიუ ფეხბურთელ როინ ონიანთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,ზვიად სიჭინავას 2012 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება და ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცა. გთავაზობთ ერთ-ერთ ამნისტირებულ ფეხბურთელთან, როინ ონიანთან ინტერვიუს.

 

ელოდით საფეხბურთო საქმიანობის გაგრძელებისთვის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილების გაუქმებას?


სიმართლე გითხრათ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მეგონა არანაირი შანსი არ მქონდა ფეხბურთში დაბრუნების.

 

ამნისტიის გამოცხადების შემდეგ სხვა კლუბებმა ხომ არ შემოგთავაზეს თანამშრომლობა?


რამდენიმე მსგავსი შინაარსის წინადადება მივიღე, მაგრამ „ბაიაში“ ვბრუნდები. მას შემდეგ, რაც ზუგდიდის გუნდში დაბრუნება შემომთავაზეს, სხვა წინადადება არც განმიხილავს.

 

როგორ შეგხვდება ფეხბურთის გულშემატკივარი? თუ გიფიქრია ამაზე?


რომ ჩავალ, რა და როგორ იქნება ვნახოთ. ალბათ მიმიღებენ. ერთს ვიტყვი, საფეხბურთო მოედანზე როცა გავდიოდი, ყველა გუნდში ბოლომდე ვიხარჯებოდი. ალბათ გაიგებდა ჩემს სურვილს, ამნისტიის შემდეგ ჩემი უმთავრესი მიზანი „ბაიაში“ დაბრუნება იყო“.

 

როგორ საფეხბურთო ფორმაში ხარ?


ფორმის შენარჩუნებას ძირითადად მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშით ვახერხებდი.  ჩამოვალ და ნახავენ, როგორ ფორმაში ვარ.

 

დისკვალიფიკაციის პერიოდმა როგორ ჩაიარა?


ძირითადად სახლში ვიყავი. ზუგდიდშიც პირველად ჩამოვდივარ ამ ამბების შემდეგ.

ინტერვიუ ზუგდიდის „ბაიას“ მწვრთნელთან
19:09 / 26.12.2011
ინტერვიუ ზუგდიდის „ბაიას“ მწვრთნელთან

ზუგდიდის „ბაია“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი სეზონის  დასრულების შემდეგ მე-6 ადგილზე იმყოფება. გუნდის მწვრთნელთან, ელგუჯა ქომეთიანთან „ლაივპრესმა“ ინტერვიუ ჩაწერა. მწვრთნელმა „ბაიაში“ საკუთარი მუშაობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

დიდი ხანია გუნდს წვრთნით. რა შეიცვალა თვენი მოსვლის შემდეგ „ბაიაში“ და როგორ შეაფასებთ შედეგს?


პირველ რიგში მიდგომა შეიცვალა საქმისადმი. ძირითადად გუნდში ახალგაზდა ფეხბურთლებზე ვაკეთებთ აქცენტს. შედეგიც შესაბამისია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა. ჩვენც ვეცდებით ყველა მათგანს მივცეთ შანსი. გუნდს აქვს საამისო პოტენციალი, წასული ფეხბურთელების, სამუშიას, გუგუჩიას და რიგვავას ნაცვლად რიგები იმ ახალგაზდა ფეხბურთელებით შევავსოთ, რომლებიც ჩვენს სკოლაში იზდებიან და ე.წ. დუბლ შემადგენლობაში თამაშობენ. შედეგი, რაც გვაქვს, თავისთავად არ არის ცუდი იმ პირობების გათვალისწინებით, რა პირობებშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა.

 

რას იტყვით „ბაის“ შესაძლებლობებზე?


დღეს გუნდის რიგებში ყველაზე ძლიერი, ჩვენი გამოცდილი მეკარე, გიორგი სომხიშვილია. ძალიან დაგვერხმარა. სუსტი რგოლი კვლავ თავდასხმაა. ირაკლი ქობალიას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ნაახევარი წელი თამაშს ვერ შეძლებს.

 

რა ოდენობის თანხას გაიღებს კლუბი ტრანსფერებისთვის?


ტრანსფერზე „ბაია“ არაფერს დახარჯავს. ჩვენ საკუთარი კონტიგენტი გვყავს. ვზრდით ფეხბურთელებს და ახალგაზრდა თაობის დახმარებით ვფიქრობთ პროგრესზე. გვჯერა, წარმატებას მივაღწევთ.

 

ჩემპიონატის მეორე სეზონისთვის სად და როგორ მოემზადებით?


5 იანვრიდან შევიკრიბებით და ბაზაზე ვივარჯიშებთ. მოგვიანებით, ბიუჯეტის მიხედვით გადაწყდება, ახალი სეზონისთვის სად მოვემზადებით. ვგეგმავთ ათ დღიან შეკრებას  ანტალიაში. ოთხ ამხანაგურ მატჩსაც აქ ჩავატარებთ. ჩემპიონატის განახლებამდე საცდელ  შეხვედრებს „ბაია“ სხვადასხვა ქართულ გუნდთანაც გამართავს .

 

ცნობისთვის: საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა. მე-19 ტურში „ბაია“ „ზესტაფონს“ ზესტაფონში დაუპირისპირდება. მე-20 ტურში გუნდი ზუგდიდში  გორის „დილას“ მიიღებს. 21-ე ტურის მატჩში „ბაია“ თბილისის დინამოს შეხვდება, ხოლო ჩემპიონატის დასასრულს „ბაია“ „მერანს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს. შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატი 15 თებერვალს განახლდება.

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [ნაწილი III]
22:14 / 21.10.2011
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან [ნაწილი III]

შუა უნდა გაიკრიფოს

ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.