რა ეტაპზეა პროექტები, რომელთა განხორციელების პირობაც არჩევნების შემდეგ ახლადმოსულმა ხელისუფლებამ ზუგდიდში და თვითმმართველი ქალაქის არჩეულმა მერმა დადო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 20 თებერვალს ზუგდიდში იმყოფებოდა. მასთან ინტერვიუ ჩაწერა „ლაივპრესმა“.
ზუგდიდში საზოგადოების ნაწილი მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით სოციალურ ქსელებში განათლების ცენტრ „კოლხიდას“ ხელმძღვანელი იური ღვინჯილია გამოირჩევა. „ლაივპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს მიზეზებზე, რა არის მათი მოთხოვნის საფუძველი, რა აფერხებს ამ საკითხის სახელმწიფოებრივ დონეზე განხილვას და რას შეიძლება ველოდოთ, თუკი თემის იგნორირება მომავალშიც გაგრძელდება.
ღვთისმშობლის კვართის მცველი ლილი ბერაია „ლაივპრესს“ კვართის ისტორიაზე და მის პირვანდელ მდგომარეობაზე უყვება.
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობს. როგორ შეეხება აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში მომზადებული ინიციატივები სამეგრელოს და აფხაზეთს, „ლაივპრესი“ გთავაზობთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ციხელაშვილთან ინტერვიუს.
საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია 1978 წლის 22 აგვისტოს ზუგდიდში დაიბადა. ცხოვრობს მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, რუსთაველის ქუჩა #17-ში. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. არის საქართველოს მოქალაქე. ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 2 დეკემბრამდე ზუგდიდის ქალაქის გამგებლის მრჩევლად მუშაობდა. 2002-2003 წლებში ზუგდიდის გამგეობაში მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იყო. 2003-2004 წლებში მუშაობდა გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ედიშერ თოლორაია ზუგდიდის ქალაქის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე 2006 წლის 4 ივლისიდან ამავე წლის 7 ნოემბრამდე მუშაობდა. 2007 წლის 19 თებერვლიდან ამავე წლის 5 ივლისამდე საპენსიო სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონის განყოფილების უფროსი იყო. 2011-2012 წლებში მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2012 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.
„ქართული ოცნების“ ფოთის, კუნძულის ერთი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე თოფურია დაიბადა 1972 წლის 10 დეკემბერს ფოთში. დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. 2010 წელს ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა, მაგრამ 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ პარტიის რიგები დატოვა და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. ამჟამად საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2008-2010 წლებში იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2005-2006 წლებში - ფოთის მერის თანაშემწე. 2001-2005 წლებში - შპს „ფლაგმანის“ დირექტორი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საკრებულოს მალთაყვის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგა გვასალია დაიბადა 1992 წელს. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. 2013 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და სტუდენტური ომბუდსმენის წევრი. 2010 წელს იყო ფოთის ახალგაზრდული საკრებულოს ვიცე სპიკერი, 2012 წელს - სამეგრელო, გურია, ზემო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს თანამშრომელი.
„ერთიანობის დარბაზის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ვახტანგ ანთია დაიბადა 1960 წლის 1-ელ სექტემბერს.1882 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1987-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკური თეორიის კათედრის უფროს მასწავლებლად. 1988-1990 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში საზოგადოებრივ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სწავლების და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის კურატორის თანამდებობა ეკავა. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომისიაში მთავარ კონსულტანტად მუშაობდა. 1998-2002 წლებში იყო ზუგდიდის რაიონის თავმჯდომარე. 1999-2002 წლებში საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. 2002 წელს ევრაზიის ფონდში პროექტის - „ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორია. იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის მოწვეული წევრი 2001-2002 წლებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრის დოცენტი 2003-2006 წლებში. 2009-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2003-2009 წლებში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის პრინციპების კათედრის პროფესორია, ასევე ბიზნესის ორგანიზების და სამართლის მართვის კათედრის პროფესორი. დღეს არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავდროულად საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
„დავით თარხან-მოურავი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატი, უშანგი გეგენავა დაიბადა 1948 წელს ფოთში. დაამთავრა საღამო დაწესებულების პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის ფილიალი. პროფესიით ინჟინერ- მექანიკოსია. 1972-1978 წლებში იყო ელექტრომექანიკური გამაძლიერებელი ქარხანის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე და დირექტორი, 1980-1984 წლებში - ჩაის კომბინატის მთავარი ინჟინერი, 1987-1991 წლებში - პურკომბინატის დირექტორი, 1991-1996 წლებში - წისქვილკომბინატის დირექტორი, 2000-2004 წლებში ეროვნული მოძრაობის კვოტით იყო ფოთის საკრებულოს წევრი, 2011-2012 წლებში - ფოთის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი სათათბიროს წევრი, 2000 წლიდან დღემდე არის შპს „კაისა 2“-ის დირექტორი.
„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ფოთის მერობის კანდიდატი დავით ქანთარია დაიბადა 1966 წელს. დამთავრებული აქვს კომოროვის სახელობის სკოლა, 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის საინჟონრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1992 წელს იყო სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სამეგრელოს რეგიონის კურატორი. 1993 წელს - წალენჯიხის რაიონის გამგებლი. იმავე წელს გახდა პარტია „მოქალაქეთ კავშირის“ წევრი, რომლის თავმჯომარეც ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. 2002-2003 წლებში იყო ფოთის მერი, მან თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. 2004-2005 წლებში დავით ქანთარიას წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურა მას ფოთის მერობის პერიოდში ფინანსურ დარღვევებსა და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა. მან პატიმრობაში 1 წელი და 1 თვე დაჰყო და ფულადი ჯარიმის შემდეგ გათავისუფლდა. დავით ქანთარიას განცხადებით, იგი როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო. ამბობს, რომ ყველა ეპიზოდში თავს უდანაშაულოდ ცნობდა. მისივე თქმით, ის „Human Rights Watch“-მა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარა.